ბარბარე რაფალიანცის დედა აქციაზე მივიდა - "ჩვენ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა, მალხაზს და ზაზას სოლიდარობას ვუცხადებ..."

ბარბარე რაფალიანცის დედა აქციაზე მივიდა - "ჩვენ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა, მალხაზს და ზაზას სოლიდარობას ვუცხადებ..."

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ბარბარე რაფალიანცის დედა მივიდა. მან მხარდაჭერა გამოუცხადა ზაზა სარალიძეს და მალხაზ მაჩალიკაშვილს. თათია მექერიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მისი შვილის მკვლელობის საქმე საგამოძიებო უწყებამ თაროზე შემოდო.

„დღეს ჩვენ ერთმა ტკივილმა გაგვაერთიანა. მალხაზს და ზაზას სოლიდარობას ვუცხადებ. როგორც მათი შვილები, ჩემი შვილიც მოკლეს 2012 წლის 30 სექტემბერს. მე- 6 წელია ვეძებ სამართალს, მაგრამ სამართალს ვერ ვიპოვით ამ უსამართლო ქვეყანაში. დღემდე ვეძებ ჩემი შვილის მკვლელებს, მაგრამ ამაოდ, შემოდეს ჩვენი საქმეები თაროზე და აღარ აინტერესებთ. ამიტომ მოდით, ჩვენ დავუდგეთ ამ ადამიანებს გვერდზე და გამოვიძიოთ ეს საქმეები.

მე მყავს კიდევ შვილები და ამიტომ არ მინდა ამ უსამართლო ქვეყანაში იზრდებოდნენ და მეშინოდეს, დილით რომ გავლენ ჩემი შვილები, დაბრუნდებიან თუ არა უკან“ - განაცხადა თათია მექერიშვილმა.

პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. სტუდენტები ლოზუნგით - „სისტემა ისევ კლავს“, სოლიდარობას გამოხატავენ ზაზა სარალიძის ოჯახის მიმართ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ