"ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ" - რას წერს ბექა წიქარიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე

"ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ" - რას წერს ბექა წიქარიშვილი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე

"თეთრი ხმაურის" მოძრაობის წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ აგორებულ საპროტესტო ტალღასა და მიმდინარე აქციას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"მთელი ცხოვრება შორიდან მომზირალ მეგობრებს ვაკრიტიკებ მაგრამ ვეღარ ვითმენ ამიტომ დავწერ.

ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ, ისინი მხოლოდ შეჭამენ გულწრფელ ტკივილს და ნაცვლად საკუთარ ნაგავს დაყრიან. ყველა ადეკვატური მოქალაქის ვალდებულებაა ახლა ეს პროცესი კლოუნადისგან ვიხსნათ. გუშინ მთელი საღამო რუსთავი 2-ს ვუყურებდი და გული მისკდებოდა იმის ცქერით, როგორ ილოკავენ ტუჩებს ჰუმანიზმს ამოფარებული სადისტები (დაქირავებულ ჭირისუფლად მოვლენილი არხის დირექტორის ჩათვლით). სასწრაფოდ დასაცლელია ეს პროტესტი ნაც-ქოცური ნარატივებისგან და წამოსაწევია მათი სამარცხვინო პოლიტიკით გამოწვეული საზოგადოებრივი წუხილები.

ოცნება თავისი საკონსტიტუციო უმრავლესობით ფაქტობრივად უკვე დეფაქტოა. "აქციების გაშავების კანტორის" ამუშავება მხოლოდ ადასტურებს ამას. არ ვიცი როგორ დასრულდება პროცესები, მაგრამ ბიძინა კი არა მსოფლიო ოლიგარქიაც ვეღარ იხსნის მათ. პოლიტიკური განაჩენი გუნდს გამოტანილი აქვს და დღეს თუ ხვალ აღსრულდება. პოლიტიკური ოპოზიციის არარსებობის ფონზე კი, პრაგმატული თვალსაზრისითაც და საჯარო ინტერესების გათვალისწინებითაც, სჯობს ეს ხვალ მოხდეს.

მოქმედი ოპოზიციით შევსებულ საპარლამენტო კომისიას ალბათ სჯობდა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო მოგვეთხოვა, გაიძვერა პოლიტიკოსების ნაცვლად მაღალი სანდოობის მქონე პირებისგან დაგვეკომპლექტებინა და თუ სისტემის დანაშაულებზე ვსაუბრობთ, ხორავას ტრაგედიასთან ერთად (რომელშიც ჩვენი, ეთიკურობისა და მორალურობისგან დაცლილი ქართული ოჯახებისა და საზოგადოების ბრალეულობაც უნდა ამოვიკითხოთ), უნდა მოვითხოვოთ ლევან აბზიანიძის, დემურ სტურუას, ამირან კვირიკაშვილის, პაატა პავლიაშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის, ფენტანილგარეული ნივთიერებებით დახოცილი ახალგაზრდებისა და სხვა ტრაგიკული საქმეების ხელახალი, ღია და მიუკერძოებელი გამოძიება.

დაბოლოს, არ შემიძლია მაჩალიკაშვილზე არ შევჩერდე, ხალხნო, თუკი სარალიძის მკვლელებს ხელს აფარებს სისტემა, მაჩალიკაშვილი თავად სისტემამ მოკლა, ლოგინში, მძინარე და მერე გასაპრავებლად ტერორისტად შერაცხა. მოუსმინეთ მის მამას, პანკისიდან უდიდესი ტკივილითაა ჩამოსული, მოუსმინეთ და მისი სურვილი მოთხოვნად აქციეთ. მერწმუნეთ, ამ აქციებით იმაზე სასარგებლოს ვერაფერს ვიზამთ, თუკი სარალიძეებთან და დადუნაშვილებთან ერთად მაჩალიკაშვილების ტკივილსაც შევამსუბუქებთ, ჩვენს პანკისელ დებსა და ძმებს ჩვენს ერთგულებას და მეგობრობას დავუმტკიცებთ, ამას ხაზგასმა არც უნდა სჭირდებოდეს!".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს