"საპყრობილიდან გიგზავნით  ლოცვა-კურთხევას" - რა წერია დეკანოზ მამალაძის წერილში, რომელიც აქციაზე წაიკითხეს

"საპყრობილიდან გიგზავნით  ლოცვა-კურთხევას" - რა წერია დეკანოზ მამალაძის წერილში, რომელიც აქციაზე წაიკითხეს

საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უსამართლოდ მომექცა მე, მაგრამ ეს უსამართლო სისტემა გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა ზაზა სარალიძისთვის, - ამის შესახებ ნათქვამია დეკანოზ გიორგი მამალაძის წერილში, რომელიც მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე წაიკითხა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე როგორც ზაზა სარალიძეს, ისე მალხაზ მაჩალიკაშვილს სამძიმარს უცხადებს.

"ჩემო კეთილო ადამიანებო, ჩემო ძმებო და დებო. მოგესალმებით საპყრობილიდან და ლოცვა-კურთხევას გიგზავნით. საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა უსამართლოდ მომექცა მე, მაგრამ ეს უსამართლო სისტემა გაცილებით დაუნდობელი აღმოჩნდა ზაზა სარალიძისთვის. ზაზა სარალიძე ჩემთვის არის მამობრივი სიყვარულის და მამობრივი თავგანწირვის სიმბოლო. ამ ადამიანმა გადაიტანა შვილის სიკვდილი, მაგრამ ვერ ეგუება და ვერ შეეგუება იმ სიცრუეს და უნდობლობას, რაც პროკურატურამ მისი შვილის მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნა. დღეს მე სხეულებრივად არ ძალმიძს თქვენს გვერდით ვიდგე, მაგრამ ჩემი ფიქრები და ჩემი ლოცვა თქვენ გეძღვნებათ. მინდა ჩემი ღრმა პატივისცემა და მწუხარების თანამონაწილეობა დავუდასტურო მალხაზ მაჩალიკაშვილს, ვაჟკაც ქისტ კაცს. ასევე, ყველა ჭირისუფალ მშობელს. ღმერთი მოგანიჭებთ სამართალს ნუგეშად. მოგმართავთ თქვენ, ადამიანებს, რომლებიც მედგრად დგახართ ამ ადამიანების გვერდით, დღეს თითოეული თქვენგანი არის სამართლიანობის მხედარი და უსათნოესია თითოეული თქვენგანის ღვაწლი ღვთისა და ერის წინაშე. ღრმად მწამს, რომ თქვენი ღვაწლი არის განტია იმისა, რომ ამიერიდან ეს სისტემა ვეღარავის ვეღარასდროს გაანადგურებს. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ამინ", - ნათქვამია მამა გიორგი მამალაძის წერილში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ