აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან საკვებისა და წყლის მიტანა სატვირთო მანქანით სცადეს, თუმცა პოლიციამ მანქანა ტერიტორიაზე არ შეუშვა

აქციის ორგანიზატორებმა პარლამენტთან საკვებისა და წყლის მიტანა სატვირთო მანქანით სცადეს, თუმცა პოლიციამ მანქანა ტერიტორიაზე არ შეუშვა

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილი არ შეუშვეს, სადაც, აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საკვები, მედიკამენტები და სასმელი წყალი იყო მოთავსებული.

ამის გამო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პირველი რესპუბლიკის სახელობის მოედნისკენ გადაინაცვლა და ავტომობილში განთავსებული პროდუქტი აქციაზე მიიტანა. აქციის ორგანიზატორთა ნაწილის შეფასებით, აღნიშნული ქმედებით შს სამინისტრო ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ცდილობს, რათა აქციის მონაწილეებს დისკომფორტი შეექმნათ და საჭიროების შემთხვევაში არ მოხდეს მათთვის მედიკამენტებისა და სასმელი წყლის მიწოდება.

პირველი რესპუბლიკის სახელობის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან აიკრძალა, რაც აქციაზე აქტივისტთა სიმრავლემ განაპირობა. მათ ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საავტომობილო მონაკვეთი.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ