ზაზა სარალიძე - "ამ წუთში სუს-მა დააპირა ჩემი მოპარვა"

ზაზა სარალიძე - "ამ წუთში სუს-მა დააპირა ჩემი მოპარვა"

"ამ წუთში სუს-მა დააპირა ჩემი მოპარვა" - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"რა ვქნა გავყვე? ამათ უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს" - აღნიშნა სარალიძემ.

ნახეთ ვიდეო: "ამ წუთში სუსმა დააპირა ჩემი მოპარვა, ამათ უკანასკნელ ზომებს მიმართეს, ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს" - ზაზა სარალიძე

რამდენიმე საათის წინ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ზაზა სარალიძის სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე არსებობს. უწყებამ სარალიძეს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები შესთავაზა. თუმცა მოკლული მოზარდის მამამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ "მას არავისი დაცვა არ სჭირდება".

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ