ია მეტრეველი - ზაზა სარალიძისგან მიკვირს... მისი მოთხოვნა რაც იყო, პროკურორის გადადგომა, დაკმაყოფილდა, პირადად ეახლა პრემიერი, პარლამენტი დადგა ფეხზე

ია მეტრეველი - ზაზა სარალიძისგან მიკვირს... მისი მოთხოვნა რაც იყო, პროკურორის გადადგომა, დაკმაყოფილდა, პირადად ეახლა პრემიერი, პარლამენტი დადგა ფეხზე

მე არ ვეთანხმები მთავარი პროკურორის გადადგომას, ამან წაახალისა "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოებაც არის დამნაშავე, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება დროულად არ მოხდა.

"არ ვეთანხმები, რომ გადადგა მთავრი პროკურორი. მას უნდა მიეყვანა ეს საქმე ბოლომდე და არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი. სწორედ ამის შემდეგ გაბედა "ნაციონალურმა მოძრაობამ" და წინ გადადგეს ნაბიჯი. ძალიან არ მომეწონა ეს ამბავი, რომ პროკურორი გადადგა. ხარვეზებით რომ იყო გამოძიება, ფაქტია, სწორედ იმიტომ ვიდგებოდი იმ ადამიანის გვერდში, რომ სამართლიანად უნდა მომხდარიყო ყველაფერი და ნამდვილი დამნაშავეები უნდა დასჯილიყვნენ. თუმცა, ხაზი მინდა გავუსვა, რომ საზოგადოებაც არის დამნაშავე ამ ყველაფერში, რომ გამოძიება დროულად არ მოხდა. არ თანამშრომლობენ პროკურატურასთან, იმდენი მოწმე, ბავშვი, მათი მშობლები, როგორ შეიძლება რომ ჩუმად არიან?! ეს მათ სინდისზე იყოს. არ შეიძლება დაფარონ ეს დანაშაული", - განაცხადა ია მეტრეველმა.

მისივე შეფასებით, ყველაფერი არეულობისკენ მიდის.

"დღესაც ვარ საშინელი კრიმინალების გარემოცვაში, დღესაც ახდენენ ჩემზე ზეწოლებს. თუმცა, დღეს რასაც ვუყურებ, ჩემთვის ზაზა სარალიძის ქმედებები გაუგებარია. ეს ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ არეულობაში გადაიზარდოს. მისგან მიკვირს ეს. მისი მოთხოვნა რაც იყო, პროკურორის გადადგომა, მაშინვე დაკმაყოფილდა. მას ეახლა პირადად პრემიერი, რომელმაც თქვა, რიმ აიღებს პირად კონტროლზე ამ საქმეს და უმოკლეს ვადებში იქნება ყველა დანაშავე დასჯილი; პარლამენტი დადგა ფეხზე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომისია შედგება. დარწმუნებული ვარ, ყველა დამნაშავე უმოკლეს ვადაში დაისჯება", - აღნიშნა მეტრეველმა.

მეტრეველმა შედარება გააკეთა თავისი შვილის მკვლელობის პერიოდსა და ახლანდელ სიტუაციას შორის და აღნიშნა, რომ "რომელიმე პროკურორის გადადგომა კი არა, მაშინ არცკი შეგვხვედრიან". "საშინელი საშიშროების ქვეშ ვიყავით, როდის მოგვკლავდნენ არ ვიცოდით. მარტო ვიბრძოდით. ჩემი და ირინა ენუქიძის გარშემო 50 ადამიანი იდგა. ახლობლებსაც კი ეშინოდათ ჩვენს გვერდით დადგომა", - განაცხადა ია მეტრეველმა.

"ეს არის მართული პროცესები მკვლელი პარტიის, ნაციონალური მოძრაობის მიერ" - რატომ არ შეუერთდა ბუტა რობაქიძის დედა ზაზა სარალიძის აქციას

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ