სააკაშვილი რუსთაველის აქციებით რევოლუციას აანონსებს? - რა ფოტო განათავსა ფეისბუქზე ექს-პრეზიდენტმა

სააკაშვილი რუსთაველის აქციებით რევოლუციას აანონსებს? - რა ფოტო განათავსა ფეისბუქზე ექს-პრეზიდენტმა

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე საათის წინ ფეისბუქის ოფიციალური გვერდის "ქავერად" ფოტო დააყენა, რომელმაც ინტერნეტსაზოგადოებაში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ფოტოზე ასახულია რუსთაველზე, პარლამენტის წინ მიმდინარე ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია, რომელზეც გაკეთებულია წარწერა - "საქართველოს გაზაფხული Caucasus Spring". ამით სააკაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციები, ფაქტობრივად შეადარა, არაბული სამყაროს ცნობილ საპროტესტო აქციებს, რომელმაც მოსახლეობის რევოლუციური ტალღა ააგორა ხელისუფლების წინააღმდეგ 2010-2011 წლებში ახლო აღმოსავლეთში.

სააკაშვილის ფეისბუქის-გვერდზე გამოქვეყნებულმა ამ ფოტომ, ინტერნეტმომხმარებლებში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. კომენტატორები თვლიან, რომ სააკაშვილი საქართველოში რევოლუციას აანონსებს. ფოტოს ათობით კომენტარი აქვს. აი, რას წერენ ინტერნეტმომხმარებლები კომენტარებში:

"ეს აქცია რაც ეხლა არის პარლამენთან, ეს არაა სარალიძის სოლიდარობის ეს არის ნაციონალების ბანდის შეკრება რადგან იქ ყველა პოლიტიკურად მანიპულირებს, მიხეილ სააკაშვილი და მისი ბანდა, რომლებიც ცდილობენ სისტემა არიონ, ადამიანები რომლებმაც 7 ნოემბერი დაარბიეს, ადამიანები გააწამეს ზონდერ კრიმინალებმა და ზონდერ მკვლელებმა, რომლებმაც გირგვლიანი მოკლეს, რომლებმაც არაერთი დაუშვებელი დანაშაული ჩაიდინა და ამ დროს rustavi 2 გვარამიას მონები ცდილობენ მათ სასიკეთოდ გამოიყენონ აქცია. ყველა კაი პოლიტიკოსის დედა ვატირე" - წერს ერთ-ერთი ფეისბუქ-მომხმარებელი.

"საცოდავები ხართ როცა ცდილობთ, ერთ პიროვნებას ქვეყანის მომავალი გადააყოლოთ!"; "მიშა დაგვიბრუნდი! ბიძინას მახინჯი სისტემა ემსახურება საქართველოს განადგურებას, ამიტომ უნდა ის უნდა დაინგრეს" - წერენ სხვა კომენტარების ავტორები. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი ფოტოს აზიარებს და წერს: "ოცნება მორიგ რევოლუციაზე... "გაზაფხული მოიტყვანა" ელანდება".

ზოგიერთმა კომენტატორმა ისიც შეახსენა სააკაშვილს, რომ უკვე ზაფხულია...

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას

როგორი ნაძვის ხე აქვს კახა კალაძეს სახლში - ფოტოები ანუკის "ინსტაგრამიდან"

"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო