ავტორი:

"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო

"მოვწიოთ და "ვიდვიჟენიებთ" - ასე იწყება ახალგაზრდებს შორის დიალოგი და სრულდება კომით... ფრთხილად!" - ნარკოლოგი ნარკოტიკზე, რომელიც შსს-მ ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკების რეალიზაციის საერთაშორისო დანაშაულებრივი სქემა გამოავლინა - დაკავებულია საქართველოს 1 და უცხო ქვეყნის 5 მოქალაქე, 1 პირი კი მხილებულია.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი და დროებითი საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ადგილას მდებარე სამალავებიდან ამოიღეს 21 კილოგრამამდე ფხვნილის სახით და 10 ლიტრამდე სითხის სახით ნარკოტიკული საშუალება "ალფა-პვპ".

ამოღებული ნარკოტიკების საბაზრო ღირებულება შავ ბაზარზე 6 მილიონამდე ლარს შეადგენს" - აღნიშნა შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოსტს, რომელშიც იმ მავნე ნივთიერებების ზეგავლენაზე საუბრობს, რაც შსს-მ სპეცოპერაციის შედეგად ამოიღო:

"იცი, ალფა პვპ მაქვს (საუბარია ე. წ აბაზანის მარილზე), საიტიდან გამოვიწერე. არაფერი არ არის, ცოტას "მოგხოდავს" და კარგ ხასითზე დაგვაყენებს. მოვწიოთ და მერე "მაგრა ვიდვიჟენიებთ"... ასე იწყება ვითომ ძალიან ჩვეულებრივი დიალოგი დღეს ახალგაზრდებს შორის და მერე სრულდება კომით - ხან სიკვდილით ან ძლიერი პარანოიდული ფსიქოზით და თავის ტვინის უმძიმესი, შეუქცევადი ორგანული დაზიანებებით.

არ მეგონა თუ ასე რთულად იყო საქმე, ახლახანს დავბრუნდი დასავლეთიდან, შევხვდი ბევრ ექიმს და ვესაუბრე „ემერჯენსის“ წარმომადგენლებს. დღე არ გავა რომ ვინმე არ მოხვდეს სასწრაფო გადაუდებელ განყოფილებაში უძლიერესი აღზნებით, ფსიქოზით ან/და კომატოზური მდგომარეობით. ვითომ უვნებელი ნარკოტიკი, რომელიც დღეს არის ყველაზე გავრცელებული საქრთველოში და იწვევს ძალიან მძიმე შედეგებს ნარკოგენული თვისებებით, ბევრჯერ აღემატება მეტამფეტამინს და მის მსგავს ნარკოტიკულ საშულებებს.

აღნიშნული ნარკოტიკის სისტემატიური მიღების შემდეგ, ვითარდება უმძიმესი ფორმის დამოკიდებულება, რომლიც ვლინდება პარანოიაში, აგრესიაში, თვითდაზიანების შემთხვევებში, მეტყველების და მოძრაობის გაძნელებასა და თავის ტვინის უმძიმეს ორგანულ დაზინებებში! აგრეთვე, ზედოზირება ხასითდება მაღალი ცხელებითა და მიკარდიუმის ინფარქტით ან/და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლით.

ზუსტად შსს-ს ბოლო ოპერაციის დროს იყვნენ დაკვებული ის პირები, რომლებიც ამ ნარკოტიკულ საშულებას ინტერნეტით ავრცელებდნენ. თუმცა, ეს წვეთია ზღვაში. ეს ვნებს თქვენ შვილებს, ახლობლებს! ამ ნარკოტიკზე უნდა აუხსნათ, რომ უმძიმესი შედეგი მოაქვს მის მოხმარებას და საჭიროა ექიმის დროული ინტერვენცია თუ ამ ნარკოტიკის მიმართ გარკვეული დამოკიდებულება გაჩნდა.

ეს მეხება მეც, შენც, თითოეულ თქვენგანს ვინც ამას კითხულობს და ბევრ იმ ადამიანსაც, ვის ყურამდეც ჩემი ხმა შეიძლება არც კი მივიდეს, ამიტომ მოგიწოდებთ, იყავით ფრთხილად!" - წერს ზურა სიხარულიძე.

"ჩემზე შურისძიებას ცდილობენ, ბავშვების დარდი არ აქვთ" - რას წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი მას შემდეგ, რაც მერიამ რუსთაველის გამზირიდან მისი კარავი აიღო

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

"მცდელობა ამ საქმეში ექსკლუზიური წვლილის შეტანის უხერხულია, პატივი ვცეთ ვაჟა ექიმს!" - როგორ ეხმაურებიან "ფეისბუქზე" გაფრინდაშვილის გათავისუფლებას