ზაზა სარალიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს

ზაზა სარალიძეს პატრიარქთან შეხვედრა სურს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქ ილია მეორესთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს. სარალიძის თქმით, ეს შეხვედრა ჯერ შეთანხმებული არ არის, თუმცა თავად სურვილს გამოთქვამს, რომ პატრიარქს დღეს, 16:00 საათზე შეხვდეს.

"პირველ რიგში, დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო ჩვენს სულიერ მამას, რომ ტელევიზიით მიხდება მისთვის მიმართვა. უბრალოდ, როგორც პატარა ადამიანმა არ ვიცი როგორ დავეკონტაქტო საპატრიარქოს. მეც დიდი სურვილი მაქვს, დღეს, 16:00 საათისთვის თუ იქნება საშუალება შევხვდე ჩემს სულიერ მამას, რომელიც არა მარტო ჩემი, არამედ მთელი საქართველოს, მართლმადიდებლების სულიერი მამაა", – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ აქცია ისევ ძალაში დარჩება.

"აქცია ძალაში დარჩება ვიდრე ჩემი შვილის მკვლელები არ დაისჯებიან, ჩემი შვილის მკვლელების ხელის დამფარებლები და ამ საქმის გამყალბებლები“, – განაცხადა სარალიძემ.

კითხვაზე, ძალაში რჩება თუ არა მთავრობისა და პრემიერ–მინისტრის გადადგომის მოთხოვნა, სარალიძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, ძალაში რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ სისტემას მფარველობს პრემიერ–მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ