დაკავებულია 26 წლის მამაკაცი, რომელმაც ბათუმში ლიფტში ქალი დანით დაჭრა

დაკავებულია 26 წლის მამაკაცი, რომელმაც ბათუმში ლიფტში ქალი დანით დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში, ლიფტში ქალის დაჭრაში ბრალდებული დააკავა. შემთხევა 27 მაისს მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, გახსნილია განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული გ.ჩ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 27 მაისს, ბათუმში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, 1985 წელს დაბადებულ ი.ა.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მკურნალობას ამ დრომდე აგრძელებს. სამართალდამცველებმა გ.ჩ.ბათუმში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: დააკავეს მამაკაცი, რომელმაც ბათუმში ლიფტში ქალს დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა

თბილისში ცნობილ ნეიროქირურგს სცემეს - "ათასობით ადამიანის გადამრჩენს ვიღაც ველური ცემს..."

შსს-ს გაფრთხილება აქციის მონაწილეებს - უწყება განცხადებას ავრცელებს

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა დააკავეს