"პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს"- სარალიძეებისა და ილია მეორის შეხვედრის ფოტომასალა

"პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს"- სარალიძეებისა და ილია მეორის შეხვედრის ფოტომასალა

პატრიარქმა გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, აქციასთან დაკავშირებით ან სხვა საკითხებზე საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. ზაზა სარალიძის თქმით, მან პატრიარქს უამბო ყველა ის საკითხი დეტალურად, რასაც ნებისმიერ ადამიანს ეუბნება.

„ვიყავით შესული ლოცვა-კურთხევის ასაღებად. შეხვედრაზე ვიყავი ჩემს მეუღლესა და მეორე შვილთან ერთად. პატრიარქმა დაგვლოცა და გვითხრა, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს. კონკრეტული მეტი არაფერი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

მან ასევე განნმარტა, რომ აქამდეც დიდი სურვილი ჰქონდა ოჯახთან ერთად პატრიარქთან შეხვედრის და რადგან შანსი მიეცა მას არ გაუშვებდა ხელიდან.

პატრიარქისა და სარალიძის ოჯახის წევრების შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა "ფეისბუქზე" მამა შალვამ განათავსა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ