ზაზა სარალიძე : "გახარიას უწყება აპირებს ზვიად კუპრავას გაქრობას, დამიდექით ყველა გვერდით"

ზაზა სარალიძე : "გახარიას უწყება აპირებს ზვიად კუპრავას გაქრობას, დამიდექით ყველა გვერდით"

ზაზა სარალიძის ინფორმაციით, შსს აპირებს ზვიად კუპრავას გაქრობას. აქციაზე რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა. კუპრავა აქციის რამდენიმე მონაწილემ და ორგანიზატორებმა, იმ ადგილიდან სადაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობდა, გაიყვანეს.

„გახარიას უწყება აპირებს ზვიად კუპრავას გაქრობას. დამიდექით ყველა გვერდით“, - აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

ამ განცხადების შემდეგ თავად ზაზა სარალიძემაც დატოვა ის ტერიტორია, სადაც სიტყვით გამოსვლები მიმდინარეობდა.

არსებული ინფორმაციით, ზვიად კუპრავა ზაზა სარალიძესთან ერთად პარლამენტის წინ განთავსებულ კარავში იმყოფება.

იხილეთ ვიდეო: დაძაბულობა და ხმაური აქციაზე: ზაზა სარალიძე კუპრავას შესაძლო დაკავების შესახებ განცხადების შემდეგ გაიყვანეს და კარავში დააბრუნეს

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ