რა ვითარებაა რუსთავში გუშინდელი სტიქიის შემდეგ

რა ვითარებაა რუსთავში გუშინდელი სტიქიის შემდეგ

რუსთავში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ დრომდე გრძელდება. ძლიერი წვიმისა და იაღლუჯის ფერდობიდან ჩამოსული ღვარცოფის გამო რუსთავში ცენტრალური ქუჩები, საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და კომერციული ობიექტები დაიტბორა.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაცია შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე, ასევე, თოდრიას, მესხიშვილის, ლეონიძის, ლესლიძისა და ტაბიძის ქუჩებზე იყო შექმნილი. დატბორილი სარდაფებიდან და საცხოვრებელი სახლებიდან ინტენსიურად მიმდინარეობს დაგროვილი წყლის ამოტუმბვა.

ადგილებზე მობილიზებული არიან რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურისა და "რუსთავსერვის ცენტრის" თანამშრომლები, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და დატბორილი სახლებიდან და ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვა მიმდინარეობს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ