ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ბოლოდროინდელ მოვლენებს "ფეისბუქით" ეხმაურება

ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი ბოლოდროინდელ მოვლენებს "ფეისბუქით" ეხმაურება

„ქართველი მუსლიმების სახელით ვეხმაურებით ბოლოდროინდელ მოვლენებს, შვილმკვდარი მამის, ზაზა სარალიძის გულწრფელ პროტესტს. სოლიდარობას ვუცხადებთ მას და მის ბრძოლას სამართლიანობის აღდგენისათვის, - ამის შესახებ ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს.

მუსლიმთა კავშირი ამ პროცესებში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გამოხატულ თანადგომას ხაზს უსვამს და იმედს გამოთქვამს, რომ ეს ნაბიჯი საერთო ტკივილის და უსამართლობის ირგვლივ მუსლიმი და არამუსლიმი საქართველოს მოქალაქეების გაერთიანებისთვის სამომავლოდ ბიძგის მიმცემი იქნება.

„ჩვენთვის ნაცნობია მეორეხარისხოვან მოქალაქედ ყოფნის გრძნობა, როცა შენსავე ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ, რომ პრივილეგირებულ სოციალურ ჯგუფს არ მიეკუთვნები, შეიძლება ხელი არ მიგიწვდებოდეს ისეთ ბაზისურ საჯარო სიკეთეებზე, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა. სახელმწიფოს გულგრილობა, დაუცველობა, საგამოძიებო ორგანოების არაეფქტურობა და დაუსჯელობის შეგრძნება უცხო არ არის მუსლიმი ადამიანებისთვისაც. ამ პროცესში არ შეიძლება არ გამოვყოთ ჩვენი მუსლიმი ძმის და საქართველოს სანიმუშო მოქალაქის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გამოხატული თანადგომისა და სოლიდარობის უპრეცედენტო აქტი. ვიმედოვნებ ეს ნაბიჯი, როცა თვითონ შვილმკვდარი მამა, მეორე შვილმკვდარი მამის გვერდით დგება და მის ტკივილს იზიარებს, იქნება ბიძგი სამომავლოდ მუსლიმი და არამუსლიმი საქართველოს მოქალაქეებისთვის გაერთიანების საერთო ტკივილის და უსამართლობის ირგვლივ.

სარალიძის და მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ინდივიდუალური დარღვევის ფაქტები. ის ლუსტრაციაა საგამოძიებო ორგანოებისა და მართლმსაჯულების სისტემის არაეფექტურობისა და უსამართლობის. მსგავსი სახელმწიფო, ვინც არ უნდა იყოს მისი ხელისუფლების სათავეში, საკუთარ თავშივე ეწინააღმდეგება სახელმწიფოს არსებობის იდეას და წარმოადგენს საშიშრობას ყველა ადამიანისთვის. იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლებას უჭირს, სწორად შეაფსოს შექმნილი კრიზისული სიტუაცია და ის პოლიტიკური და სოციალური მიზეზები, რომელიც ათასობით ადამიანში პროტესტის ღრმა განცდას იწვევს, არსებული არაჰუმანური და უსამართლო პოლიტიკის მხილება ყველა ჩვენთაგანის ვალდებულება უნდა გახდეს! ეს ბრძოლა არ არის მხოლოდ შვილმკვდარი მამების ბრძოლა! ეს არის ყველა ჩვენგანის ბრძოლა სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარებისა და მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის! სამართლიანობისთვის სწორედ ასეთი ბრძოლები ქმნის ჩვენს სახელმწიფოს და საზოგადოებას უფრო დემოკრატიულს, სამართლიანს და თანასწორს“, - წერს მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელი, ტარიელ ნაკაიძე.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ