"აქციების შემდეგ ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში..."

"აქციების შემდეგ ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში..."

მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა იყო საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ომბუდსმენმა ზაზა სარალიძის ადგილსამყოფელი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მასთან მუდმივ კონტაქტზე იმყოფება და მის მდგომარეობას აკონტროლებს.„მთელი დღის განმავლობაში არა მხოლოდ კონტაქტზე ვარ, არამედ რამდენჯერმე ვინახულე ზაზა სარალიძე. მიმდინარე აქციების შემდეგ ბატონი ზაზა საკმაოდ გადაღლილი და ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. გამომდინარე იქიდან, რომ იგი აპირებდა ვაკის პარკში მიმდინარე აქციის დატოვებას, მე, როგორც სახალხო დამცველმა შევთავაზე ჩემი სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილება. ამ პრესკონფენციამდე რამდენიმე საათით ადრე კიდევ ერთხელ შევხვდი მას და პირადად ვესაუბრე.

ჩემთვის ამ ეტაპზე მნიშნელოვანია მისი ჯანმრთელობა, ემოციური მდგომარეობა და ვმოქმედებ აბსოლუტურად მისი სურვილის შესაბამისად. თუ მას ექნება სურვილი თქვას სად იმყოფება, თავად განაცხადებს. მე ამის შესახებ, რა თქმა უნდა, განცხადებას არ ვაკეთებ, თუმცა მუდმივად ვაკონტროლებ როგორ იმყოფება და რა მდგომარეობაშია“, - აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა ზაზა სარალიძე აქციაზე მისვლას, ნინო ლომჯარიამ უპასუხა, რომ მისი ინტერესის საგანი გამოძების ეფექტურად წარმართვა და სარალიძის ინტერესების დაცვაა. „ჩემი ინტერესის საგანია გამოძების დროულად და ეფექტურად წარმოება, ასევე, მისი ინტერესების დაცვა. რაც შეეხება მის ქმედებებს - წავა რომელიმე აქციაზე თუ არ წავა, ეს არის აბსოლუტურად ბატონი ზაზას გადასაწყვეტი“, - აღნიშნა ლომჯარიამ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ