რა ხდება თბილისში, როცა მეტრო არ მუშაობს

რა ხდება თბილისში, როცა მეტრო არ მუშაობს

დღეს თბილისის მეტრო მგზავრებს ვერ ემსახურება, „ერთობა 2013“-მა უვადო გაფიცვა დაიწყო, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ერთობა 2013“-ის შემადგენლობაში შესულმა მემანქანეებმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელეს.

„დღეიდან მეტროპოლიტენი პარალიზებულია. "ერთობა 2013"-მა სრული შემადგენლობით უვადო გაფიცვა დაიწყო“, - აცხადებენ „ერთობა 2013“-ში.

მეტროს მემანქანეების გაფიცვის გამო მოქალაქეები ავტობუსებითა და სამარშრუტო ტაქსებით გადაადგილებას ცდილობენ, თუმცა გადატვირთულობის გამო ტრანსპორტი რიგ გაჩერებებზე არ აჩერებს. აღსანიშნავია, რომ ავტობუსებით გადაადგილება უფასოა. მოქალაქეები ჩივიან, რომ ქალაქში თავისუფალი ტაქსის პოვნა შეუძლებელია, ამიტომ რამდენიმე ადამიანს ერთი ტაქსით უწევს მგზავრობა. ხალხმრავლობაა ავტობუსის გაჩერებებზე და ტრადიციულად არის საავტომობილო საცობები.

ყველა მეტროსადგური დაკეტილია. მეტროსადგურში ჩასულ მგზავრებს შემდეგი შინაარსის წარწერა დახვდათ: „მეტრო დაკეტილია, ისარგებლეთ ავტობუსებით. ავტობუსები მოგემსახურებათ უფასოდ!“

მემანქანეები გუშინ გაიფიცნენ. ისინი გლდანის დეპოში არიან შეკრებილი. მემანქანეები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მემანქანეები ხელფასების მომატებას ითხოვენ.

იხილეთ ვიდეო: რა ხდება თბილისის ქუჩებში, მეტროს გაფიცვის შემდეგ

ფოტო: ფბ-გვერდი "ქართული საქმე"

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ