რა შედეგით დასრულდა ზაზა სარალიძისა და პრემიერის შეხვედრა

რა შედეგით დასრულდა ზაზა სარალიძისა და პრემიერის შეხვედრა

ჩვენი მოთხოვნაა, 10 ივნისამდე გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამ საქმესთან დაკავშირებით, 10 რიცხვამდე თუ არ იქნება კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული, აბსოლუტურად იგივე პოზიციაზე ვიქნები, რომ სისტემა უნდა დაინგრეს", - განაცხადა სარალიძემ. მისივე თქმით, აქციები 10 რიცხვამდეც გაგრძელდება.

მისივე თმით, მიუხედავად პრემიერის დაპირებისა, აქციები გაგრძელდება.

“აქციები პარალელურად გაგრძელდება. საბოლოო სიტყვა მითხრა პრემიერმა, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მე გადავდგები თუ არაო. ჩვენ წაყენებული გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები, მის გადადგომასთან დაკავშირებით. თუ 10 რიცხვამდე კონკრეტული ნაბიჯები არ გადაიდგმება, ყველა ნახავს შედეგებს. უნდა დააკავონ არა მარტო მკვლელი, არამედ საქმის გამყალბებლებიც, მათ შორის მირზა სუბელიანი. მინისტრი იყო, გამომძიებელი, ვინ გასცა ფარდულის დანგრევის ბრძანება და ა.შ. ყველა მოთხოვნა უცვლელად რჩება, სისტემა უნდა დაინგრეს. პრემიერმა მითხრა, ახლავე დავტოვებ თუ გინდა გადადგომაო, მაგრამ ველოდები შედეგებს. მე ვითხოვ სისტემის ჩამოშლას. გახარიამ ვერაფერი მითხრა, რა უნდა ეთქვა?!“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ