პრემიერი და შს მინისტრი ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან

პრემიერი და შს მინისტრი ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული კიდევ ერთი მოზარდის, ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან. შეხვედრის დაწყებამდე მოკლული მოზარდის ოჯახის წევრებს ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

საქართველოს პრემიერ–მინისტრი და შს მინისტრი დღეს ასევე შეხვდნენ დავით სარალიძის მშობლებსა და თემირლან მაჩალიკაშვილის მამას. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის მთავრობის მეთაურს 10 ივნისამდე აძლევს ვადას, რომ დაისაჯონ ხორავას ქუჩაზე ჩადენილ მკვლელობაში მონაწილე პირები, ასევე ის პირები, რომლებიც, მისი მტკიცებით, ერეოდნენ საგამოძიებო მოქმედებებში, აყალბებდნენ მტკიცებულებებს და მოწმეებზე ახდნედნენ ზეწოლას. საუბარია მირზა სუბელიანზე.

ზაზა სარალიძის განცხადებით, პასუხისმგებლობა ასევე ეკისრება ყოფილ მთავარ პროკურორს ირაკლი შოთაძესაც. პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორები კი აღნიშნავენ, რომ 10 ივნისამდე აქციები გაგრძელდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზაზა სარალიძის მიერ დაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 10 რიცხვიდან აქციები უფრო ფართომასშტაბიანი იქნება. პრემიერი და შს მინისტრი ამ წუთებში ლევან დადუნაშვილის ოჯახის წევრებს ხვდებიან

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ