25 წლის გიორგი ძმაორაშვილს დახმარება ესაჭიროება - "იარაღით მიყენებული ჭრილობის შემდეგ ფეხის ამპუტაცია დაჭირდა"

25 წლის გიორგი ძმაორაშვილს დახმარება ესაჭიროება - "იარაღით მიყენებული ჭრილობის შემდეგ ფეხის ამპუტაცია დაჭირდა"

25 წლის გიორგი ძმაორაშვილი 5 დღეა სიცოცხლისთვის იბრძვის. გიორგის 30 მაისს სოფელ მუხრანში მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, რის შედეგადაც მისთვის ფეხის ამპუტაცია გახდა საჭირო. იგი მცხეთის ახალ საავადმყოფოში რეანიმაციაში იმყოფება და მას ჩვენი დახმარება სჭირდება.

ნინო ძმაორაშვილი (გიორგის და):

"მეგობრებო,ისე როგორც არასდროს ახლა თქვენი დახმარება გვჭირდება, ჩემს 25 წლის ძმას გიორგი ძმაორაშვილს 30 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად ჩაუტარდა ოპერაცია, დაზიანდა მუცლის ღრუს არტერია, რამაც გამოიწვია მარჯვენა კიდურის (ფეხის) ამპუტაცია, მდგომარეობა რჩება მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე! ძალიან გთხოვთ, ახლა ყველაზე მეტად თქვენი დახმარება გვჭირდება!!! - წერს "ფეისბუქში" გიორგის და ნინო ძმაორაშვილი. მძიმედ დაჭრილ ახალგაზრდას სასწრაფოდ დიდი რაოდენობით მეორე დადებითი სისხლის ჯგუფი, თუმცა როგორც მისი ოჯახის ახლობლები ამბობენ, ამ ეტაპზე ნებისმიერი ჯგუფის სისხლს იბარებენ.

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებია: TBCBGE 22

ანგარიშსწორების ანგარიში: GE67TB7140436515100008

მიმღები: ნოდარ ტუღრიაშვილი

სისხლის ჩაბარების მსურველებს თბილისში შეგიძლიათ მიხვიდეთ მეტრო 300 არაგველთან, არამიანცის ტერიტორიაზე "პრივატ კლინიკა"; ზურაბიშვილის 1 ყოფილი წინანდლის 9

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ