კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება დაიწყო

კახა კალაძესა და მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება დაიწყო

თბილისის მერსა და მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან „ერთობა 2013“–ის წარმომადგენლები, რომლებიც გაფიცვას უწევენ ორგანიზებას, ასევე, დედაქალაქის ვიცე მერები.

შეხვედრა მედიისთვის დახურულია, თუმცა როგორც ცნობილია, საუბარი შეეხება მეტროპოლიტენის თანამშრომელთათვის ხელფასების 45%–მდე გაზრდას, ასევე მეტროპილიტენის გაჩერების გამო შექმნილი რთული ვითარების მოგვარებას.

ჯერჯერობით თბილისის მერიის ოფიციალური პოზიცია, თუ როგორ წარმოუდგენია ხსენებული პრობლემის მოგვარება, უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით კი, იმ შემთხვევაში, თუ მეტროპოლიტენის თანამშრომლებისთვის ხელფასების 45%–იანი მომატება დაკმაყოფილდება, შესაძლოა, აღნიშნულმა გავლენა იქონიოს მეტროპოლიტენის მგზავრობის საფასურთან.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მედიისთვის კომენტარი არ გაუკეთებიათ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ