რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი სერიალის გმირი "სექსუალური მარეხი" - "ჩემთვის აუხდენელი ოცნება არ არსებობდა"

რას საქმიანობს დღეს ერთ დროს ცნობილი სერიალის გმირი "სექსუალური მარეხი" - "ჩემთვის აუხდენელი ოცნება არ არსებობდა"

"...მიყვარს ის, ვარდისფერსათვალიანი, ცხოვრების ტკივილგაუვლელი ბავშვური მარიანა, რომლისთვისაც აუხდენელი ოცნება არ არსებობდა", - ამბობს მსახიობი მარიანა ნინიაშვილი, რომელიც ერთ დროს ძალიან პოპულარული იყო. ის ფიქრობს, რომ საკუთარი ხასიათის გამო, თავის დროზე ბევრი რამ არ გააკეთა და ამის გამო დაზარალდა კიდეც... რას საქმიანობს დღეს და როგორ ცხოვრებს მსახიობი? - ამ და სხვა საკითხებზე ჩვენმა რესპონდენტმა გულახდილად ისაუბრა:

ბავშვობის უდარდელი წლები:

- როგორი ბავშვი იყავი, მშობლები ხშირად გიბრაზდებოდნენ?

- განებივრებული ვიყავი, უდიდეს სიყვარულსა და სითბოში გავიზარდე. ჩემთვის ოცნება არ არსებობდა. სანამ ვიოცნებებდი, უკვე ყველაფერი ასრულებული მქონდა. ცელქი ნაკლებად ვიყავი, უფრო არტისტული და მხიარული გახლდით... მუდმივად ვიღაცას ვბაძავდი ან ხმით, ან სიარულის მანერით. ეს ძალიან ამხიარულებდა ჩემს ოჯახს, დედას, მეგობრებს და რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით მეც ვიწონებდი თავს.

- რის გამო იღებდი მშობლებისგან ყველაზე ხშირად შენიშვნას?

- რაც შეეხება შენიშვნებს, რა თქმა უნდა, ვიღებდი. ვთვლი, რომ ამის გარეშე ბავშვი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. თუ არ მიუთითე, შეუსწორე, ასწავლე - არაფერი გამოვა...

- როგორი მოსწავლე იყავი? მასწავლებს აბრაზებდი?

- სკოლას რაც შეეხება, მიცელქია, მასწავლებელიც გამიბრაზებია, მაგრამ უზრდელი და უპასუხისმგებლო არასოდეს ვყოფილვარ. ლაპარაკი მიყვარდა გაკვეთილებზე და სწორედ ამის გამო ვიღებდი ხოლმე შენიშვნებს.

სიყვარული და პროფესიული არჩევანი

- ბავშვობაში რა პროფესიაზე ოცნებობდი?

- თავიდანვე მსახიობობა მინდოდა, სხვა ოცნება არც მქონია.

- სკოლის პერიოდში შეყვარებული გყავდა?

- სკოლაში სწავლის პერიოდში ნამდვილად არ მყვარებია. მოწონებით კი, რამდენიც გინდა... მაგრამ ამაყი და თავნება გოგო როგორ ვაგრძნობინებდი ვინმეს, რომ მომწონდა?!

- ამ გადმოსახედიდან, როგორ ფიქრობ, სიამაყე კარგია თუ ცუდი?

- დღეს ამ ყველაფერზე მეღიმება, მაგრამ მიყვარს ის ვარდისფერსათვალიანი ცხოვრების ტკივილგაუვლელი ბავშვური მარიანა...

- სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა სად გააგრძელე?

- სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა თეატრალურ ინსტიტუტში, სამსახიობო ფაკულტეტზე გავაგრძელე.

- როგორი სტუდენტობა გქონდა?

- ჩემი სტუდენტობა რთულ პერიოდს დაემთხვა - 90-იანი წლები გახლდათ... მაგრამ თუკი სადმე იყო სიყვარული, მეგობრობა და შემოქმედებითი ბედნიერება, ეს სწორედ ჩვენთან იყო, ინსტიტუტში.

- მიზანდასახული ხარ?

- რა თქმა უნდა, მიზანდასახული ვარ! მიზნის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია.

- შრომისმოყვარე თუ ხარ? ოდესმე სიზარმაცის გამო, რამე გაგიფუჭებია?

- შრომისმოყვარე ვარ... სიზარმაცე ყველა ადამიანშია და გამონაკლისს არც მე წარმოვადგენ... სიზარმაცის გამო არა, მაგრამ ჩემი ხასიათის გამო ბევრი რამ ვერ ან არ გავაკეთე და ამან დამაზარალა, მაგრამ ძნელია, საკუთარ თავს უღალატო...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ