რამდენი მაგნიტუდა დაფიქსირდა თბილისში და არსებობს თუ არა მიწისძვრის განმეორების საფრთხე

რამდენი მაგნიტუდა დაფიქსირდა თბილისში და არსებობს თუ არა მიწისძვრის განმეორების საფრთხე

საქართველოში მომხდარი ძლიერი მიწისძვრისას თბილისში მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე, პირველადი მონაცემებით 3-4 მაგნიტუდას შეადგენდა, - ამის შესახებ Ambebi.ge-ს სეისმური მონიტორინგის ცენტრში განუცხადეს.

როგორც ცენტრის წარმომადგენელმა განმარტა, იმის გამო, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი თბილისიდან საკმაოდ შორ მანძილზე დაფიქსირდა, შესაძლებელია მოსახლეობას ბიძგები დროში გაწელილი ეჩვენა, თუმცა მისი თქმით, რეალურად ერთი ბიძგი იყო.

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, განმეორებითი ბიძგები ჯერ არ დაფიქსირებულა, თუმცა როგორც წესი, ძლიერი ბიძგების შემდეგ მცირე სიმძლავრის ბიძგების გამეორება ხდება ხოლმე. შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 15 კილომეტრში დაფიქსირდა.

წაიკითხეთ: რა ვითარებაა დედოფლისწყაროს რაიონში, სადაც მიწისძვრის ეპიცენტრი იყო

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ