რამდენი ავტოფარეხი აიღეს მოქალაქეებმა თბილისის მასშტაბით

რამდენი ავტოფარეხი აიღეს მოქალაქეებმა თბილისის მასშტაბით

თბილისის მასშტაბით, ამ ეტაპზე, მოქალაქეებმა ნებაყოფლობით 49 ავტოფარეხი აიღეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიაში განუცხადეს. მერიის ინფორმაციით, მიმდინარეობს 13-ის და იგეგმება კიდევ 26 ავტოფარეხის დემონტაჟი. ორ პირთან კი, მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ავტოფარეხების აღებისა და მათ ადგილზე მწვანე სივრცეების - ბაღების, სკვერების და სპორტული მოედნების მოწყობის ინიციატივა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ეკუთვნის. მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის წევრებს მოუწოდა, თავიანთი რაიონების მოსახლეობასთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია აწარმოონ. მოსახლეობის სურვილის შემთხვევაში, პროექტის ხარჯებს თბილისის მერია ფარავს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ