მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან "ბოტების აქცია" მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობის წინ რამდენიმე ათეული წყვილი "ბოტი" მიიტანეს და ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი "ფეისბუქ ბოტებთან" დაკავშირებით.
ორგანიზატორთა განცხადებით, "ფეისბუქ ბოტები" საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას ემსახურება და მათი მეშვეობით ვრცელდება სხვადასხვა დეზინფორმაცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ხელისუფლების წინააღმდეგ ჯანსაღ კრიტიკას აჟღერებენ.
