"ბაგრატიონი არ ემსახურება საკუთარ თავს, ემსახურება საზოგადოებას" - გაიცანით 35 წლის იმერეთის პრინცი

"ბაგრატიონი არ ემსახურება საკუთარ თავს, ემსახურება საზოგადოებას" - გაიცანით 35 წლის იმერეთის პრინცი

ჩვენი რესპოდენტი 35 წლის ირაკლი ბაგრატიონია. ის ბაგრატიონების იმერეთის შტოს მემკვიდრეა. სოფელ ღვანკითში დაიბადა და გაიზარდა. ცხოვრობდა მონასტერში, დამთავრებული აქვს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და სასულიერო სემინარია. უფრო დაწვრილებით საკუთარ თავზე ირაკლი ბაგრატიონი თავად გიამბობთ.

- ვიზრდებოდი როგორც ჩვეულებრივი ადამიანია, მეც მშიოდა, მეც დავმტვრეულვარ და მეც მიყვარს სოფლური ცხოვრება, ჩვენს გაზრდას შორის არანაირი განსხვავება არაა. თუმცა, ბაგრატიონი ყოველთვის იყო პასუხისმგებლობა, ასეთი იყო გარემოცვის დამოკიდებულება. ღვანკითში დავიბადე და გავიზარდე, დღესაც ვიცხოვრებდი სოფელში, მაგრამ იქ არ არის დასაქმების საშუალება და ბოლო 15 წელია თბილისში ვცხოვრობ. პროფესიით ავტოინჟინერი ვარ და ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ გენერალური მენეჯერის პოსტზე. ბაგრატიონებს გვიზიდავს ავტომობილები.

იხილეთ ვიდეო

- ცნობილია, რომ მონასტერშიც ცხოვრობდით, რატომ წახვედით მონასტერში?

- ყოველთვის მინდოდა მონასტერში წასვლა, პირველად 15 წლის ასაკში წავედი დავით-გარეჯის მონასტერში, სადაც ათი დღე დავრჩი. შემდეგ როცა სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე, 4 წელი ვცხოვრობდი ტაბორის მთაზე ფერისცვალების მონასტერში. ფეხით დავდიოდი სემინარიაში. სტიქაროსანი ვიყავი და ჩვეულებრივად ვცხოვრობდი. ჩემი სახლია მონასტერი.

- შეყვარებული ხართ?

- არ ვარ შეყვარებული. პრეტენზიულიც არ ვარ. უბრალოდ ცხოვრება არის ასეთი, ჩვენ ვეძებთ და ან გაგვიმართლებს, ან არა. ჯერჯერობით თანამგზავრს ნამდვილად არ ვეძებ. მიმაჩნია, ადამიანი სანამ ახალგაზრდაა თავისუფლად უნდა იცხოვროს. არავის არ ვეძებ და არანაირ მნიშვნელობას არ ვანიჭებ გვარს. არ შემიძლია, დიდგვაროვანი, დაჭერილი ტიპები რომ არიან... შეიძლება ვინმეს ეწყინოს, მაგრამ 21-ე საუკუნეში ამ თემაზე ლაპარაკი სასაცილოა განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ