"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"

"ისეთი თანხა დაჯდა ჩემი შვილის ბანკეტი, ვერ გავუშვი და გული დავწყვიტე... მარაზმად იქცა ეს თემა"

სასკოლო ბანკეტებისთვის სამზადისი აქტიურ ფაზაში გადავიდა. ეს სიამოვნება საკმაოდ ძვირი უჯდება მშობელს. უფრო მეტიც, ისეთი რაოდენობის თანხები გროვდება, რომ ბევრი იძულებულია უარი თქვას სკოლის ბანკეტზე. მიუხედავად ფინანსური დაბრკოლებებისა, ქართული ბანკეტების სიმრავლე მაინც აშკარად თვალშისაცემია. სწორედ ამ თემაზე მოგვწერა ერთ-ერთმა მშობელმა, რომელმაც შვილი სკოლის ბანკეტზე ვერ გაუშვა.

"ემოციური წელი მაქვს. ბავშვი აბიტურიენტია. წელებზე ფეხს ვიდგამთ, რომ რეპეტიტორებს თანხა გადავუხადოთ. ქართულში და ისტორიაში თვითონ ემზადება, მაგრამ იმ ორი საგნის გადახდაც კი გვიჭირს ზოგჯერ. მიუხედავად ჩვენი ფინანსური პრობლემებისა, თავიდან ბანკეტზე უარი არ გვითქვამს,რადაგან ეს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, მაგრამ ზოგიერთმა მეტიჩარა ბავშვმა და მშობელმა ისეთი მოთხოვნები წამოაყენა, სულ რომ ფეხებით დავეკიდეთ, ჩემს შვილს ვერ გავუშვებდი. ვინ არ იცის, რომ ბანკეტი ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა ბოლო წლებია ეს ისეთი ძვირი სიამოვნება გახდა, ყოველ შემთხვევაში ჩემნაირი შემოსავლის მქონე ოჯახებისთვის, რომ სხვა არჩევანი აღარ გვრჩება, უარი უნდა ვუთხრათ შვილებს.

ბანკეტის ხომ იმისთვის კეთდება, რომ ყველა ერთად შეიკრიბოს. ჩემი შვილის კლასმა კი ისე მოაწყო ყველაფერი, მხოლოდ ფულიანები დარჩნენ ბოლოს. სულ პირველად 300 ლარი თქვეს. ამაში შედიოდა რესტორნის თანხა და ვიდეო გადაღება. მერე ვიღაცები გამოხტნენ და ცალკე ფოტოგრაფი მოითხოვეს, დრონის გარეშე რა ბანკეტი გამოგვივაო, ესეც არ იკმარეს და რამდენიმე მშობელმა, ჩემი შვილის ბანკეტზე მეც უნდა ვიყოო. ამ მოთხოვნის ფონზე თანხა 500 ლარამდე ავიდა. როგორც მივხვდი, მშობლების ბანკეტზე ყოფნით თანხის რაოდენობა იზრდებოდა და უფრო მეტად აისრულებდნენ თავიანთ სურვილს ბავშვები. ეყოლებოდათ დიჯეი, ანიმატორი (საერთოდ ვერ ვხვდები, ამ უკანასკნელის ყოფნა რა საჭიროა), იმაზე აღარაფერს ვიტყვი, სუფრა და გამოპრანჭვა რომ სჭირდებათ. საბოლოოდ 30 ბავშვიდან 20 იყო ბანკეტზე. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ