"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია, თუმცა შვილად არ აღიარებს" - ქართველი მომღერალი სკანდალში ეხვევა

"დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ პატარა ბორის ბედიას შვილია, თუმცა შვილად არ აღიარებს" - ქართველი მომღერალი სკანდალში ეხვევა

როგორც შევიტყვეთ, ახალგაზრდა უკრაინელი ქალბატონისა და ბორის ბედიას სასიყვარულო ურთიერთობა სასამართლო დავით დასრულდა. ქალი იძულებული გახდა, მომღერლისთვის სასამართლოში ეჩივლა. ირწმუნებოდა, რომ მისი გოგონას მამა ბორის ბედია იყო. მან სასამართლოს გზით მოითხოვა, მომღერალს საკუთარი შვილი ეღიარებინა და გვარი მიეცა. თავად მომღერალი კი მამობაზე უარს ამბობდა. აცხადებდა, რომ გოგონა მისი შვილი არ იყო. მართალია, ისინი ოფიციალურად არ ყოფილან დაქორწინებული, მაგრამ წლების წინ მედიაში იწერებოდა სტატიები მათსასიყვარულო ურთიერთობაზე.

კერძოდ, 2014 წელს პრესაში წერდნენ, რომ ბორისი ქორწინდებოდა უკრაინელ ლარისა სტროკინაზე. მაშინ მომღერალი მედიასთან ამბობდა: "ჯერ არ გადამიწყვეტია ცოლის მოყვანა, თუმცა ყველაფერს დრო მიჩვენებს. გოგონასთან, რომელთანაც მე ვარ, ძალიან მომწონს და თავს კარგად ვგრძნობ... ჩემი განუმეორებელი შარმითა და უნიკალური ხმით დავიპყარი მისი ულამაზესი გული".

ასევე წერდნენ, რომ 27 წლის ლარისა ბორისმა თბილისში ერთ-ერთ რესტორანში გაიცნო. გოგონა თავის ძმასთან ერთად საქართველოში იყო ჩამოსული და მერე აეწყო მათი ურთიერთობა. როგორც ჩანს, მათი გზები მერე გაიყო და ბოლოს საკუთარი შვილის მამობაზეც უარი თქვა. სწორედ ამიტომ, დავამ სასამართლოში გადაინაცვლა.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციების გადამოწმება ლარისას ადვოკატთან, ნინო ლალიაშვილთან ვცადეთ. ჟურნალმა "გზამ" მასთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

- ქალბატონო ნინო, როგორც შევიტყვეთ, თქვენ იცავთ უკრაინელ ქალს, რომელიც ბორის ბედიას შვილის აღიარებას სთხოვს. ჩვენი ინფორმაციით, სასამართლო დავები ქალმა მომღერალს მოუგო და სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბედიას შვილისთვის ალიმენტის გადახდაც დაეკისრა. იქნებ გვიამბოთ ამ დავის დეტალებზე?

- დიახ, ეს სიმართლეა. თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა ქალბატონმა, რომელიც უკრაინელი გახლავთ, ქალაქ დონეცკიდან. ის ფაქტობრივად, ბორის ბედიას მეუღლე იყო, ერთ ოჯახად ცხოვრობდნენ, ოჯახში რძლად იყო მიღებული. პერიოდულად თბილისში ბორისის სახლში იყვნენ, ხან უკრაინაში მიდიოდა ბორისი და გოგოს სახლში ცხოვრობდა. მთელმა სანათესავომ იცოდა მათი ურთიერთობა. თავიდან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ - ზრუნავდა ქალზე. როცა გაიგო, ფეხმძიმედ დარჩა, არც მაშინ გაუპროტესტებია ეს ფაქტი. პირიქით, ინტერესდებოდა, როგორ იკვებებოდა მომავალი დედა. თურმე უნდოდა, უკრაინაში აეწყო კარიერა და ამისთვის ემზადებოდა. მაგრამ მერე უკრაინაში, კერძოდ, დონეცკში გართულდა ვითარება, გაჩაღდა ომი და რატომღაც ეს გოგონა სწორედ ამ ომს უკავშირებს მათი ურთიერთობის დანგრევას...

- ომი რა შუაშია?

- მოგეხსენებათ, იქ რთული ვითარებაა. საქართველოდან ის ბორისმა და ბორისის დედამ გააცილეს აეროპორტიდან. მერე ატყობდა, რომ ბორისმა გული აიცრუა, ზარებს კი პასუხობდა, მაგრამ არა ისე, როგორც სხვა დროს და აღარც მზრუნველობდა. ჩამოაკითხა საქართველოში ძმასთან ერთად, მაგრამ ბორისი დაემალა და არ შეხვდა. ამბობს, - ვხედავდი, ოთახში როგორ ჩაიკეტა და არ გამოვიდაო. მეორედაც ჩამოვიდა და სცადა შეხვედრა, მაგრამ არც ამჯერად შეხვდა. ქალი შვილს ელოდა და ბუნებრივია, ურთიერთობის გარკვევა სურდა. მერე გაჩნდა პატარა გოგონა, ის უკვე სამი წლისაა და დედას სურს, შვილი მამის გვარზე იყოს. ბორისი ეუბნებოდა, რომ ბავშვი არ იყო მისი შვილი. მამამ შვილზე უარი თქვა და ამიტომ ვიჩივლეთ სასამართლოში...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ