1.9 წლის ბავშვის თმისცვენის მიზეზი ტიტანის შემცველობა აღმოჩნდა - "გროვდება ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, იქ, სადაც მანქანები მოძრაობენ..."

1.9 წლის ბავშვის თმისცვენის მიზეზი ტიტანის შემცველობა აღმოჩნდა - "გროვდება ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, იქ, სადაც მანქანები მოძრაობენ..."

"ფეისბუქის" ქართველი მომხმარებელი თამთა მჭედლიშვილი წერს, რომ მისი მცირეწლოვანი შვილის თმისცვენის მიზეზი დიდი რაოდენობით ტიტანის შემცველობა აღმოჩნდა.

"მარიამს დაახლოებით 3 თვის წინ დაეწყო თმის ცვენა. ყურადღება არ მივაქციე თავიდან. თმის ცვენა უგრძელდებოდა, ამიტომ მივიყვანეთ ანალიზების ასაღებად. გამოვიკვლიეთ ყველაფერი, არსად არაფერი აღმოაჩნდა, მადლობა ღმერთს. თმის ცვენა ისევ გრძელდებოდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, მიგვეყვანა ესთეტიკურ ცენტრში, სადაც თმის ღერის სტრუქტურას დეტალურად ამოწმებენ. დღეს მომდის პასუხი, რომ მარიამს ძალიან დიდი რაოდენობით ტიტანის, შემცველობა აქვს თმის შემადგენლობაში.

წარმოგიდგენიათ, სად ვცხოვრობთ? 1.9 წლის ბავშვს თმა რის გამო ცვივა? აღშფოთებული ვარ. ბავშვები არიან ყველაზე დიდი რისკის ქვეშ - მათი სიმაღლიდან გამომდინარე, ტიტანი გროვდება ნახევარი მეტრის სიმაღლეზე, იქ, სადაც მანქანები მოძრაობენ. მეგონა, კარგს ვაკეთებდი, ბავშვი სასეირნოდ რომ რამდენჯერმე დადიოდა დღის განმავლობაში. რა უნდა ქნა? სად უნდა წახვიდე? ყველას გვყავს პატარა ოჯახში. როგორ მოვიქცეთ, რითი მოვახდინოთ პრევენცია? უნდა გადავიხვეწოთ? მოარიდეთ ბავშვები გზებთან ახლოს სეირნობას, იმ გზებთან, სადაც მანქანები მოძრაობენ," - წერს თამთა მჭედლიშვილი.

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს