სკოლებში ახალი საგანი შემოდის - რას ისწავლიან ბავშვები "მე და საზოგადოების" ფარგლებში

სკოლებში ახალი საგანი შემოდის - რას ისწავლიან ბავშვები "მე და საზოგადოების" ფარგლებში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომდევნო სასწავლო წლებში სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვას გეგმავს. კერძოდ, როგორც Allnews.ge-ს უწყებაში განუმარტეს, ფინანსური განათლების კომპონენტები III-IV კლასებისათვის განკუთვნილი საგნის "მე და საზოგადოება" სტანდარტსა და სასწავლო პროგრამაში უკვე შესულია და მისი დანერგვა 2018-2019 სასწავლო წლიდან იგეგმება.

"მე და საზოგადოების" ფარგლებში ფინანსური განათლება გულისხმობს მოსწავლეებისათვის ასაკის შესაბამისი ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და დამოკიდებულებების (რესურსები, მათი გონივრული მოხმარება, რესურსების დაგეგმვა, დაზოგვა, საქონლისა და მომსახურების ყიდვა) განვითარებას", - განმარტავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 2019-2020 წლებში VII-IX კლასებში საგანი "მოქალაქეობა" დაინერგება. შესაბამისი ბრძანება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2018 წლის 3 მაისს გამოსცა. როგორც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო იუწყება, აღნიშნული საგანი ფართოდ მოიცავს ფინანსური განათლების კომპონენტს.

"საგნის სტანდარტის ერთ-ერთი სასწავლო შედეგის თანახმად მოსწავლემ უნდა შეძლოს ასაკის შესაბამისი ფინანსური უნარ-ჩვევების (მაგ. პირადი ფინანსების დაგეგმვა და პასუხისმგებლობით განკარგვა) გამოვლენა. მოქალაქეობის სწავლების თითოეული წლისთვის განსაზღვრულია ფინანსურ-ეკონომიკური თემები: VII კლასში - "ეკონომიკური ურთიერთობები თემში", VIII კლასში - "ეკონომიკა და სახელმწიფო", IX კლასში "ეკონომიკა და გლობალური პროცესები", - აღნიშავენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ