ეროვნული ბანკის განმარტება ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ეროვნული ბანკის განმარტება ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე

ბოლო დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესებას გეგმავს, საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებას აკეთებს.

"ბოლო დღეებში, სოციალური ქსელებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს ეროვნული ბანკი ემიგრანტებისთვის შემზღუდველი რეგულაციის დაწესებას გეგმავს. საუბარია იმაზე, რომ ემიგრანტები და მათი ოჯახები ფულადი გზავნილების საფუძველზე იპოთეკური სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ და ის მაქსიმალური თანხა, რისი მიღებაც გზავნილით იქნება შესაძლებელი, 2,000 ლარია.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ფულადი გზავნილებით მიღებულ შემოსავლების მქონე პირებზე სესხების გაცემას კომერციული ბანკები აქამდე არსებული პრაქტიკით და მოქმედი პოლიტიკა/პროცედურების შესაბამისად აგრძელებენ. სებ-ის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებულ ნორმატიულ ცვლილებებს, მათ შორის 2018 წლის 7 მაისს ძალაში შესულ "კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულებას", რომლითაც კომერციულ ბანკებს გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული სესხების მოცულობა ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ის ოდენობით შეეზღუდათ, აღნიშნული კუთხით არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ დაუწესებია, ვინაიდან, გზავნილებიც, როგორც შემოსავლების სხვა სახეები, ითვლებოდა და ასევე ჩაითვალება დადასტურებული შემოსავლების წყაროდ.

რაც შეეხება ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის დებულების პროექტს, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ სამსჯელოდ გამოვიტანეთ ამ დებულების მხოლოდ სამუშაო ვარიანტი, რომელიც ჩართული მხარეების კომენტარებისა და შენიშვნების გათვალისწინებით, საბოლოოდ დამტკიცებამდე დაიხვეწება და დაკორექტირდება.

დაბოლოს, ნებისმიერი ცვლილება, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ახორციელებს, ემსახურება მომხმარებელთა ინტერესებისა და უფლებების მაქსიმალურ დაცვას და მეორეს მხრივ, ხელს შეუწყობს საფინანსო სექტორის საკრედიტო პორტფელის გაჯანსაღებას", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ