"მერაბ მორჩაძემ კალანდიას დახმარება ოჯახის თხოვნით გაუწია" - რა დეტალებს ჰყვება დაკავებულის ადვოკატი

"მერაბ მორჩაძემ კალანდიას დახმარება ოჯახის თხოვნით გაუწია" - რა დეტალებს ჰყვება დაკავებულის ადვოკატი

მერაბ მორჩაძის განმარტებით, მას არავისთვის არავითარი მითითება არ მიუცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში დაკავებული მერაბ მორჩაძის ადვოკატმა ზაალ თავაძემ განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ კალანდიას დახმარება ოჯახის თხოვნით გაუწია, რაც გამოიხატებოდა ბოლო ჩვენების დროს არასრულწოვანის სასამართლოდან სახლში მიყვანით. როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ამ დღეს მოზარდი შეშინებული იყო და მორჩაძეს არასრულწლოვანის დედამ თავად დაურეკა.

კითხვას, თუ რატომ სთხოვა ოჯახმა დახმარება მორჩაძეს და არა სხვა ნათესავს, ადვოკატი პასუხს არ სცემს. ზაალ თავაძეს ასევე არ აქვს ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის სამსახურეობრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

"მერაბ მორჩაძის განმარტებით, მას არავითარი მითითება არ მიუცია არასრულწოვნისთვის. ოჯახმა თავად სთხოვა ადამიანური დახმარება, ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვნებს და ოჯახმა იცოდა, რომ ჰყავდათ ასეთი მეგობარი. დედამისის თხოვნით ბავშვი წამოიყვანა ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოდან, როდესაც მან მისცა ბოლო ჩვენება, ვინაიდან მოზარდი იყო შეშინებული. სხვა რაიმე განსაკუთრებული შეხება მას არ ჰქონია", – აღნიშნა ადვოკატმა.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიების ფარგლებში კალანდია რამდენჯერმე დაიკითხა, თუმცა ბოლო ჩვენება სასამართლო დარბაზში მან შეცვალა. სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზარალებული მხარე მიიჩნევდა, რომ კალანდიაზე გარკვეულმა პირებმა ზეწოლა განახორციელეს და მოხდა მოზარდის დაშინება.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ