"თეა, წადი" - ფოტოგალერეა იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციიდან

"თეა, წადი" - ფოტოგალერეა იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნით გამართული აქციიდან

"თეა, წადი" - ამ ლოზუნგით იუსტიციის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების შეფასებით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თეა წულუკიანის ქმედებები ხშირად იყო არაკანონიერი და არამართლგონიერი, რაც ქვეყნის ინტერესებსაც ზიანს აყენებდა.

აქციაზე იმყოფებოდნენ იუსტიციის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც თეა წულუკიანის ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს, მათი ნაწილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებით აღდგა სამსახურში, თუმცა თეა წულუკიანი, მათივე განცხადებით, არ დაემორჩილა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ისინი ამ დრომდე არ არიან იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლები.

აქციის მონაწილეებს სხვადასხვა ტრანსფარანტებთან ერთად ასევე ეჭირათ ფეისბუქ "სმაილები", რაც ე.წ. "ჰაჰას" აღნიშნავდა, ნიშნად იმისა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თეა წულუკიანის განცხადებებს სასაცილოდ აღიქვამს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ