ზაზა ფაჩულია NBA-ს ორგზის ჩემპიონია! - "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა

ზაზა ფაჩულია NBA-ს ორგზის ჩემპიონია! - "გოლდენ სტეიტმა"  "კლივლენდ კავალიერსი" დაამარცხა

ზაზა ფაჩულია NBA-ს ორგზის ჩემპიონია! მისმა "გოლდენ სტეიტმა" ოთხი მატჩის განმავლობაში, ფინალში 4:0 დაამარცხა "კლივლენდ კავალიერსი".

ბოლო, მეოთხე შეხვედრაში სტუმრებმა გამარჯვებულის ბედი ფაქტობრივად, მესამე პერიოდში გადაწყვიტეს, როცა 86:65 გაასწრეს მეტოქეს. საბოლოოდ 108:85 "მეომრების" სასარგებლოდ.

საყურადღებოა, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონების სეზონის ბოლო ქულები, საჯარიმოს ხაზიდან ქართველმა ცენტრმა, ზაზა ფაჩულიამ ჩააგდო. მან 3 წუში 2 ქულა და 1 მოხსნა მოაგროვა. კევინ დურანტმა 20 ქულა ჩააგდო (12 მოხსნა, 10 პასი), სტეფ კარიმ 37. ხოლო ლებრონ ჯეიმსის ანგარიშზე 23 ქულაა.

ასე და ამგვარად, "გოლდენ სტეიტმა" ფინალურ სერიაში 4:0 იმარჯვა და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ მოიგო NBA.

წყარო: lelo.ge

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ