ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია - განათლების მინისტრი

ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები გასამკაცრებელია - განათლების მინისტრი

განათლების მინისტრმა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულები მოინახულმა. მიხეილ ჩხენკელმა დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

მინისტრმა ასევე მედიასთან სასკოლო ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციების შესაძლო გამკაცრებაზე ისაუბრა.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს ექსკურსია თვითორგანიზებული იყო, ცალსახად გასამკაცრებელია ექსკურსიებთან დაკავშირებული რეგულაციები, ასე აუცილებელია ესკორტის თვალსაზრისით, მძღოლებისთვის, რომლებიც ახორციელებენ ბავშვთა გადაყვანას სპეციალური ნებართვის გაცემა. როგორც კი დავბრუნდები თბილისში, შევხვდები შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას და განვიხილავთ ბავშვთა ტრანსპორტირების უსაფრთხოების საკითხებს" , - განაცხადა განათლების მინისტრმა.გომბორზე, დღეს დილით მომხდარი ავარიის შედეგად, მიკროავტობუსის 4 მგზავრი გარდაიცვალა, ხოლო 21 დაშავდა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ