"იმდენად მეშინია, ბევრჯერ ვერ გამიშვია შვილები ექსკურსიაზე" - რას ფიქრობენ ცნობილი დედები ექსკურსიებზე

"იმდენად მეშინია, ბევრჯერ ვერ გამიშვია შვილები ექსკურსიაზე" - რას ფიქრობენ ცნობილი დედები ექსკურსიებზე

გომბორის გზაზე ექსკურსიისთვის დაქირავებული სამარშრუტო ტაქსი სავალი გზიდან ხევში გადავარდა. მასში თბილისის 175-ე სკოლის (მუხიანში მდებარე) მოსწავლეები და მათი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ... მომხდარი ავარიის შედეგად გარდაცვლილია 4 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. დანარჩენი სამი გარდაცვლილი ქალია. ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა... საზოგადოებისთვის ცნობილ ქალბატონებს ამ თემასთან დაკავშირებით ვთხოვეთ აზრის გამოთქმა...

თამრიკო ჭოხონელიძე:

- ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მთელ სკოლას, ჩემგან უდიდესი სამძიმარი მინდა გადავცე... ბავშვებს საშინელი ტრაგედია დაატყდათ თავს. თანატოლი დაკარგეს. საშინელებაა, ამ ასაკში რომ მეგობარი გარდაგეცვლება და მითუმეტეს ზოგიერთ მათგანს მშობლები დაეღუპა... ეს ყველაფერი მაინც შემთხვევის ბრალი მგონია და ვერ ვიტყვი, რომ საერთოდ არ უნდა იყოს ექსკურსიები. წინასწარ არის პედაგოგებისგან და მშობლებისგან ყველაფერი გასაკონტროლებელი, რომ ბავშვების უსაფრთხოება მაქსიმალურად დაცული იყოს! ის, რომ ექსკურსია არ ჩატარდეს, აბა საიდან უნდა მივცეთ ბავშვებს ინფორმაცია? ისედაც ერთმანეთის დაპირისპირების და ზიზღის მეტს ვერაფერს ხედავენ ტელევიზიით. ცუდი რა არის იმაში, რომ საქართველოს ღირსშესანიშნაობებზე მეტი იცოდნენ? მოხდა უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კატეგორიული ვერ ვიქნები, რომ საერთოდ ავკრძალოთ ექსკურსიები-თქო... ჩემს შვილებს ყოველთვის ვუშვებდი ექსკურსიაზე, მაგრამ თავად დავყვებოდი. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია, როდესაც ბავშვებს ორიოდე მშობელი და ერთი პედაგოგი მიჰყვება. ისეთი ასაკი აქვთ, აუცილებელია დედა გვერდით ჰყავდეთ... საკუთარი თვალით მინახავს ბავშვი, რომელზეც მიფიქრია, როგორ შეიძლება ახლა ამას ვინმე გვერდით არ ჰყავდეს-მეთქი. ყველა მშობელმა თვითონ უნდა აღოს პასუხისმგებლობა თავის შვილზე...

კრისტი ყიფშიძე:

- შეძრული ვარ ამბით და ცუდად ვარ... ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო. იმხელა უბედურება მოხდა, რომ კომენტარის მოცემაც მიჭირს... რაც შეეხება ექსკურსიებს, მე საერთოდ ძალიან არ მიყვარს ტრასა, მითუმეტეს საქართველოში, სადაც ყველაფერი სახიფათოა. ზღვაზე რომ მივდივართ, სულ ვცდილობ მატარებლით წავიდე და არ ჩავჯდე სამარშრუტო ტაქსში... ვფიქრობ, როდესაც ექსკურსიისთვის ტრანსპორტს ქირაობ, წინასწარ უნდა შეამოწმო, არის თუ არა გამართული. განაგრძეთ კითხვა

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს