ქორწილი რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა - მოდელი სოფო ლუხუტაშვილი ბიზნესმენზე გათხოვდა

ქორწილი რომელმაც მთელი თბილისი აალაპარაკა - მოდელი სოფო ლუხუტაშვილი ბიზნესმენზე გათხოვდა

ლალი ტოტიკაშვილის სამოდელო სააგენტოს მოდელი, სოფო ლუხუტაშვილი გათხოვდა. მისი და ბიზნესმენ დავით კოპაძის რამდენიმეწლიანი „ლავ სთორი“, ულამაზესი ქორწილით დასრულდა, რომელზეც დღეს მთელი თბილისი ლაპარაკობს.

სოფომ და დავითმა ქორწილი ღია ცის ქვეშ, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან „მეფეთა სავანეში“ გადაიხადეს, ქორწილში უამრავი სტუმარი იყო მიწვეული. წინასწარ იყო განსაზღვრული დრეს-კოდი, ბიჭებს ძირითადად ფრაკები, ხოლო გოგონებს კოქტეილის კაბები ეცვათ. პატარძალს ქორწილში ავთანდილის კაბა ეცვა. ქორწილის რეჟისურაზე ბაკურ ბაკურაძემ იზრუნა. როგორც ბაკურაძემ სოც-ქსელში დაწერა, მან შემოქმედებით ჯგუფთან ერთად, ისეთ ქორწილზე იზრუნა, რომელიც ქვეყნის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს და თუ სტუმრების შეფასებებით ვიმსჯელებთ, ეს ალბათ გამოუვიდა კიდეც, რადგან ინტერნეტში ყველა ამ ქორწილზე წერს. ქორწილის გაფორმებაზე მოძრაობის და პანტომიმის თეატრის მსახიობები ზრუნავდნენ, ღონისძიებას რამდენიმე კამერით და ოთხი დრონით იღებდნენ. გარშემო ყველაფერი ულამაზესი ორქიდეებით და ვარდებით იყო გაფორმებული. გაგრძელება+ფოტოები

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს