"მათი ბუნებრივი მდგომარეობა ბოროტებაა. საერთოდ არ იციან სიბრალული..." - რას წერს გია მურღულია ახალგაზრდებში გავრცელებულ "საქმის გარჩევებზე?

"მათი ბუნებრივი მდგომარეობა ბოროტებაა. საერთოდ არ იციან სიბრალული..." - რას წერს გია მურღულია ახალგაზრდებში გავრცელებულ "საქმის გარჩევებზე?

პედაგოგი, განათლების სფეროს ექსპერტი გია მურღულია "ფეისბუქის" პირად გვედზე ქართველი მოზარდების ცნობიერების შესახებ წერს:

"მთავარი პრობლემა მარტო ის კი არ არის, რა გააკეთა ორ ათეულამდე ახალგაზრდამ ხორავას ქუჩაზე ექვსი თვის წინ, არამედ ისიც, ასეთი რამის გამკეთებელი ძალიან ბევრი სხვაც რომ არის. "საქმის გარჩევა" - თანაც წინასწარი გარანტირებული უპირატესობით - დღეს (ადრეც) ნორმა უფროა, ვიდრე ანომალია. ეს "ვაჟკაცობისა" და "კაცობის" ქართული ხედვა აღმოჩნდა ბევრში და ბევრგან.

ისინი იმაზე მეტნი არიან, ვიდრე საშუალო სტატისტიკური ცნობიერება წარმოიდგენს. ისინი ჩვენ გვერდით არიან და ხანდახან ჩვეულებრივადაც იქცევიან, თუმცა საჭირო დროსა და ადგილას სრულად ავლენენ საკუთარ სახეს. ამ ადამიანთა კორპორაციულობა და საკუთარი "ღირებულებების" ერთგულება გასაოცარია. მათი ბუნებრივი მდგომარეობა ბოროტებაა. საერთოდ არ იციან სიბრალული. "წარმატება" სხვისი დაჩაგვრა და ამ გზით "თვითრეალიზებაა". ისინი ჩვენი საზოგადოების ყველაზე საშინელი მტრები არიან, რადგან შიგნიდან ასახიჩრებენ ეროვნულ სხეულს, სული კი ძლიერ დაზიანებული აქვთ.

მავანი გამოვა და ზედმეტად ჭკვიანური ან შეშფოთებული თუ აღშფოთებული გამოხედვით იტყვის - როგორ გეკადრებათ, ბატონო, ეს გადაჭარბებული შეფასებააო.

მე კი გეტყვით: ეს ასეა და ეს დიდი ხანია, ასეა. თუ ამ ქართულ მოვლენას სახელს არ დავარქმევთ და რადიკალურად არ ვიმოქმედებთ (საზოგადოების, მთავრობის, მედიის, ოჯახისა და სკოლის დონეზე), კიდევ ბევრი წლის განმავლობაში დახოცავენ და დაასახიჩრებენ ახალგაზრდები (ძველგაზრდებიც) ერთმანეთს, მერე "ვაჟკაცობის" მეორე წესით კვლავ შეეცდებიან დამნაშავეთა უკანონო დახსნას, გამწარებული ადამიანები კი მრავალტანჯულ რუსთაველის პროსპექტზე გამოვლენ სიმართლის საძიებლად.

სიმართლე კი მხოლოდ საზოგადოებრივ შეგნებაში იბადება, ძლიერდება და იმარჯვებს".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს