გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

56 წლის ასაკში მომღერალი და მსახიობი გიო ხუციშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ სოციალურ ქსელში მომღერლის კოლეგები ავრცელებენ.

"გიო აღარ გვყვავს...", - წერს ეკა კვალიაშვილი.

"ჩვენი გიო აღარ არის", - წერს კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი.

გიო ხუციშვილის გარდაცვალებას ეხმაურება ასევე ნოდიკო ტატიშვილი: "ეს სიმღერა რომ ვიმღერეთ თბილისობაზე უკვე ძალიან ცუდად იყო, თუმცა არასდროს იმჩნევდა ამას! დამენანა და გული დამწყვიტა მისმა წასვლამ! ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!".

იხილეთ ვიდეო: გიო ხუციშვილი გარდაიცვალა

შეგახსნებთ, მომღერალი ხანგრძლივი დროის განმავლობაში მძიმე სენს ებრძოდა. ცოტა ხნის წინ გიო ხუციშვილს ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. მანამდე მომღერალმა კონცერტი გამართა, სადაც ოცი სიმღერა შეასრულა, მათ შორის იყო დუეტები მეუღლესთან და შვილთან, ზუკა ხუციშვილთან ერთად.

კონცერტს ფილარმონაში და ვარსკვლავის გახსნას უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა. იქ იმყოფებოდა საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილიც. სწორედ მან გახსნა მომღერლის ვარსკვლავი.

წაიკითხეთ ასევე: "გიოს საბრძოლო განწყობა აქვს..." - 29 მაისს ფილარმონიის წინ გიო ხუციშვილის ვარსკვლავი იხსნება

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს