ობამამ გენერალი მაკკრისტალი სინანულით, მაგრამ მაინც გაუშვა

ობამამ გენერალი მაკკრისტალი სინანულით, მაგრამ მაინც გაუშვა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ავღანეთში ნატოს ჯარების მთავარსარდლის თხოვნა დააკმაყოფილა და პოსტიდან გაათავისუფლა. გენერალ სტენლი მაკკრისტალის თანამდებობა, რომელმაც პოსტი ჟურნალისტებთან ხელისუფლების გაკრიტიკების გამო დაკარგა, გენერალ დევიდ პეტრუესმა დაიკავა.  

მაკკრისტალმა და მისმა ხელქვეითებმა ჟურნალ "როლინგ სთოუნსის" ჟურნალისტებთან ობამა და მისი გუნდი აუგად მოიხსენიეს. მოგვიანებით გენერალმა ამის გამო ბოდიში მოიხადა, თუმცა მას "თეთრ სახლში" ახსნა-განმარტებისთვის მაინც უხმეს. პრეზიდენტ ობამასთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე მაკკრისტალმა თანამდებობის დატოვების სურვილი თავად გამოთქვა.

"მე სინანულით, მაგრამ მაინც დავაკმაყოფილე გენერლის თხოვნა თანამდებობიდან წასვლის თაობაზე, - განაცხადა ობამამ, - საერთოდ, სამხედროები სიფრთხილით უნდა მოეპყრან საჯარო განცხადებებს".  

მაკკრისტალი დარჩება აშშ-ის არმიაში და ავღანეთში ქვეყნის სამხედრო სტრატეგიაზე იმუშავებს. ობამას თქმით, მაკკრისტალის პეტრუესით ჩანაცვლება მხოლოდ თანამდებობის პირის შეცვლაა და არამც და არამც ამერიკული კურსისა ავღანეთში.

მომზადებულია utro.ru-ს მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე