ავტორი:

"მშობლებმა ექსკურსიისთვის ავტობუსი იქირავეს, მაგრამ ადგილზე ორი "მარშრუტკა“ დახვდათ..." - 175-ე სკოლა ავარიაში დაღუპულებს გლოვობს

"მშობლებმა ექსკურსიისთვის ავტობუსი იქირავეს, მაგრამ ადგილზე ორი "მარშრუტკა“ დახვდათ..." - 175-ე სკოლა ავარიაში დაღუპულებს გლოვობს

მუხიანში მდებარე 175-ე საჯარო სკოლაში, დღეს დილით ხსოვნის კუთხე მოაწყვეს. მოსწავლეები თავიანთი თანატოლების ნინი შენგელიას და ოთო კეკუტიას ხსოვნას სანთლებით და ყვავილებით მიაგებენ პატივს. მეექვსე კლასელი ნინი გომბორზე მომხდარ შემზარავ ავარიას ემსხვერპლა, ხოლო მეათე კლასელი ოთო მოპედით მოყვა ავარიაში და გარდაიცვალა.

AMBEBI.GE სკოლის თანამშრომლებს გაესაუბრა, რომლებმაც გომბორზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის დეტალები გაიხსენეს. 9 ივნისს გომბორის უღელტეხილზე, სოფელ თეთრ წყლებში ავარიაში მოყვა მიკროავტობუსი, რომელსაც 175-ე სკოლის მოსწავლეები და მშობლები ექსკურსიაზე მიყავდა. ადგილზე დაიღუპა 4 ადამიანი, მათ შორის 12 წლის ნინი შენგელია. უბედური შემთხვევის დროს დაიღუპა ორი მშობელი და ერთი მოსწავლის ბებია.

დაღუპულებს სკოლელებმა სანთლები აუნთეს

"ნინი განსაკუთრებულად მიყვარდა, ეს ბავშვი არასდროს დამავიწყდება, სულ ცდილობდა დამხმარებოდა, ბევრჯერ ისე ყოფილა, მის კლასში დასალაგებლად შესულს კლასი დალაგებული მხვდებოდა, თურმე ნინი ალაგებდა..." - გვითხრა სკოლის დამლაგებელმა საუბრისას.

175-ე სკოლის დირექტორის მოადგილე გულნაზი ჩარექაშვილი კი შემთხვევის დეტალებს ყვება:

"სამწუხარო ამბავი მოხდა ჩვენს სკოლაში, ტრაგედია დატრიალდა. კახეთში ექსკურსიაზე წასული ბავშვების ამბავი ყველამ გაიგო... სამწუხაროდ, უსაყვარლესი ნინი გარდაიცვალა. ასევე ორი მშობელი და ერთ-ერთი მოსწავლის ბებია. გვყავს დაზარალებულები, მაგრამ მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნინი ექსკურსიაზე დედამ მარტო გაუშვა.

გომბორზე ავარიაში დაღუპულები: ციალა ბერიაშვილი და ნინი შენგელია

ჩემი უსაყვარლესი მოსწავლე იყო, სულ ვტირი იმ ამბის შემდეგ... მშობლებმა ექსკურსიისთვის ავტობუსი დაიქირავეს, მაგრამ ადგილზე ორი „მარშუტკა“ დახვდათ, ყველა გამზადებული იყო ექსკურსიისთვის და წავიდნენ, ეს იყო ბედისწერა, სხვა რა დავარქვა ამას არ ვიცი..." - ამბობს გულნაზი ჩარექაშვილი.

რაც შეეხება კიდევ ერთ მოსწავლეს, ოთო კეკუტიას, რომელიც 9 ივნისის შემზარავ ავარიამდე ერთი დღით ადრე, ავარიის შედეგად გარდაიცვალა, დიდი ხნის მანძილზე კომაში იყო.

"ოთოს ძალიან უყვარდა მოპედით სიარული. სეირნობის დროს ორ მანქანას შორის მოყვა და თავი დაუზიანდა. დიდი ხანი იყო კომაში და 8 ივნისს გარდაიცვალა... შეყვარებულიც ყავდა, ჩვენი კლასელი იყო, ახლა ის გოგო არც სკოლაში დადის და არც ოთოს ნახვა შეუძლია..." - უთხრა AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი მოსწავლის კლასელმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ