"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა

"მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა

გრანდიოზული მუსიკალური პროექტის "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი გახდა. პროექტის ფინალურ შოუში მასშტაბური რაოდენობის ზარი შევიდა. შემოსული 700 ათასი ხმიდან 100 ათასი ხმა სწორედ სოფომ მიიღო.

ფინალში გამარჯვებისთვის საბა კემულარია, სოფო ბათილაშვილი, კონსტანტინე კარანაძე, ალექსანდრე მრელაშვილი იბრძოდნენ. თითოეულმა 3 სიმღერა წარმოადგინა, ერთი - ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან, მეორე -ფოლკლორული ტურის ფარგლებში და მესამე - ბენდთან ერთად.

"მხოლოდ ქართული" რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და საკმაოდ მაღალი რეიტინგითაც სარგებლობდა. კონკურსანტები პროექტში კასტინგის შედეგად შეირჩნენ. მთელი სეზონის განმავლობაში მათ მხოლოდ ქართული სიმღერის შესრულება უწევდათ.

ნახეთ ვიდეო: ემოციური წუთები - ვინ გახდა "მხოლოდ ქართულის" გამარჯვებული

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ