როდემდე გაგრძელდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

როდემდე გაგრძელდება წვიმა თბილისში - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში წვიმის ინტენსივობა დაიკლებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოს სამორიგეოში განუცხადეს, წვიმის ინტენსივობის კლების პროცესი უკვე დაწყებულია, ჰიდრომეტეოროლოგები კი გამოდარებას ხვალიდან პროგნოზირებენ. მათივე განცხადებით, რაიმე გართულებები მოსალოდნელი არ არის.

რაც შეეხება დეტალურ ინფორმაციას მოსალოდნელი პროგნოზის შესახებ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 11–14 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში (ძირითადად მთიან რეგიონებში) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. შავი ზღვის კურორტებზე შენარჩუნდება თბილი და უნალექო ამინდი.

11 ივნისს, დღის ბოლოდან და 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. 13 – 14 ივნისს შედარებით გამოიდარებს, ხანმოკლე წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება მხოლოდ ცალკეულ რაიონში (ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში).

ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსია მოსალოდნელი, 12 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +22, +27 გრადუსამდე დაიკლებს, 13 ივნისიდან კი ისევ დაცხება.

თბილისში 11 ივნისს დღის მეორე ნახევრიდან და 12 ივნისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 12 ივნისს ჰაერის ტემპერატურა +25, +27 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 13 – 14 ივნისს +30, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება დედაქალაქში ამ წუთისთვის არსებულ სიტუაციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, რომ გამოძახებები ძირითადად, დიღომში, გლდანსა და მუხიანში ფიქსირდება. სააგენტოს პრევენციის მიზნით დედაქალაქის ყველა რაიონში სრულად მობილიზებული ჰყავს სახანძრო და სამაშველო ბრიგადები.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ