პოლიგლოტი მევენახე – გაიცანით 15 წლის მეღვინე გოგონა შულავერიდან

პოლიგლოტი მევენახე – გაიცანით 15 წლის მეღვინე გოგონა შულავერიდან

ლიკა ბოჭორიშვილი მარნეულის რაიონის სოფელ შულავერში ცხოვრობს. იგი რუსთავის შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-10 კლასის მოსწავლეა. ლიკა სკოლის გამორჩეული მოსწავლეა და რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა მეღვინე.

ბოჭორიშვილების ოჯახს სოფელ შულავერში, ორბელიანების უძველეს სავენახე ტერიტორიაზე, რომელიც 80-90 წლებში გაიჩეხა, რქაწითელის, თავკვერის, კაბერნეს, საფერავისა და ვარდისფერი რქაწითელის ვენახი აქვთ გაშენებული. მეურნეობის გაძღოლაში ლიკა განსაკუთრებული მონდომებითაა ჩართული.

"ქვემო ქართლის რეგიონში ვაზის მოვლის უძველესი კულტურის აღორძინების დიდ საქმეში საკუთარი წვლილის შეტანა ჩემი უმთავრესი მიზანია. გაკვეთილების შემდეგ, შულავერში, ოჯახთან ერთად ვცდილობ აქტიურად ვიყო ჩართული სამეურნეო საქმეებში. სკოლაში მიღებული ცოდნა კი საშუალებას მაძლევს უფრო პრაქტიკული და ნაყოფიერი რჩევებით დავეხმარო მშობლებს", - ამბობს ლიკა ბოჭორიშვილი. განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ