თბილისში ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია იწყება

თბილისში ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია იწყება

თბილისის მერია ორი დიდი პარკის რეაბილიტაციას იწყებს. როგორც დედაქალაქის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პარკების განახლება მიმდინარე წლის ბოლომდე დასრულდება.

"მიმდინარე წელს ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია იწყება - ე.წ. წურწუმიას პარკის, რომელიც მოძველებული და ამორტიზებული იყო და ასევე იწყება "წითელი პარკის", გოძიაშვილის პარკის სრული რეაბილიტაცია. ორივე შემთხვევაში წარმოდგენილია ძალიან კარგი პროექტები და ვფიქრობთ, თბილისელებს ამ ორი დიდი, განახლებული პარკით სარგებლობის საშუალება წლის ბოლოდან ექნებათ.

რაც შეეხება სხვა დიდი პარკების პროექტების მომზადებას, მუშაობას უკვე დავიწყებთ და მომავალი წლიდან დავიწყებთ მშენებლობის პროცესს" - განაცხადა მაია ბითაძემ.

თავის მხრივ, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გლდანის მე-6 მიკრორაიონში ახალი პარკის მშენებლობა იწყება, რომელიც 3 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოიცავს.

"ზოგადად, მწვანე სივრცეების არსებობა ქალაქში უმნიშვენლოვანესია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რომ არსებული ეკოლოგიური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ.

რა თქმა უნდა, მოსახლეობის მხარდაჭერა იქნება მნიშვნელოვანი, რადგან რაღაც მიმართულებით მოგვიწევს არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ ეს ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება, თითოეული ჩვენი მოქალაქის, მომავალი თაობის ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე",- განაცხადა კალაძემ.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ