დები ზარანდიების უკანასკნელი ფოტო და ემოციური მოგონება 13 ივნისს დაღუპულ გოგონებზე

დები ზარანდიების უკანასკნელი ფოტო და ემოციური მოგონება 13 ივნისს დაღუპულ გოგონებზე

თბილისის სტიქიიდან სამი წელი გავიდა. 2015 წლის 13 ივნისს მომხდარმა დამანგრეველმა სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, თითქმის მთლიანად გაანადგურა თბილისის ზოოპარკი, ცხოველების დიდი ნაწილი წყალდიდობას ემსხვერპლა.

დაღუპულებს შორის იყვნენ დები - ინდირა და ლიზა ზარანდიები. გოგონების შესახებ "ფეისბუქში" ემოციურ პოსტს წერს მათი ბიძაშვილი, თამთა ზარანდია:

"Carpe diem... "დაიჭირე წამი" პათეტიკურად ჟღერს ვიცი. სამი წლის წინ ამ დღეს მეც ასე ვიფიქრებდი. ყოველთვის გგონია რომ ხვალინდელი დღე იქნება, მომავალ კვირას ნახავ მეგობრებს, შემდეგ თვეში დაგეგმავ ქალაქგარეთ გასვლას, მომავალ წელს მიაღწევ დასახულ მიზანს. 100 წლის მოხუციც იმედოვნებს რომ ხვალინდელი დღე გაუთენდება, მოეფერება შვილიშვილებს და ჩაეხუტება შვილებს.

ინდირას სიცოცხლე უყვარდა, მასზე მეტად ვინმეს თუ უყვარს არ ვიცი. ყოველ წამს ტკბებოდა სიცოცხლით, ყველაფერში პოზიტივს ხედავდა და სხვასაც უხვად უნაწილებდა.ზუსტად ვიცი, ლიზიმაც არ იცოდა რომ მეორე დღეს ვერ ვნახავდი, და საერთოდ ვერასდროს ვნახავდი, და მაინც ყოველი დამშვიდობებისას ისე მეხუტებოდა, როგორც ამ დღეს სამი წლის წინ.

დღეს დაურეკე საყვარელ ადამიანებს, დღეს მოიკითხე მეგობრები, არ დაგეზაროს სითბოს გაცემა და თუ ხვალ რომელიმე მათგანი გვერდით არ გეყოლა გული არ დაგწყდება რომ ვერ მოასწარი, რომ ვერ უთხარი, რომ ვერ გამოიყენე ერთად ყოფნის დრო.დატკბი დღევანდელი დღით, რადგან ხვალ შეიძლება გვიანი იყოს" - წერს თამთა ზარანდია "ფეისბუქზე".

"თქვენ მამა წამართვით და ამას არასდროს გაპატიებთ!" - მოკლული ნოდარ ცხადაძის შვილი ბრალდებულ ბექა კვიციანის მშობლებს მიმართავს

"ტვინის გამომრეცხავი რუსული არხების მაგივრად ჩაგვირთეთ "პალიტრანიუსი"  - რას სთხოვს ოქრუაშვილი წულუკიანს ციხიდან

"აუ,  როგორ არ მინდა, ჩემი დაქალების ინბოქსები ამოგიყარო, თუ ჩემს შეხებას არ შეეშვები" - რატომ ემუქრება თიკა ჯამბურია პროდიუსერ დავით იმედაშვილს