"გადადგომის ტაიმერი რამ­დე­ნი­მე წელი არ და­რე­კავს" - რას ამბობდა კვირიკაშვილი გადადგომამდე 2 თვით ადრე

"გადადგომის ტაიმერი რამ­დე­ნი­მე წელი არ და­რე­კავს" - რას ამბობდა კვირიკაშვილი გადადგომამდე 2 თვით ადრე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე ამ წუთებში განაცხადა.

" ყოველთვის ვცდილობდი უდიდესი პატივის გრძნობით მეტარებინა ეს უდიდესი პასუხისმგებლობა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მე ვეცადე ვყოფილიყავი თითოეული მოქალაქის პრემიერ-მინისტრი. დიახ, მიმიღია გადაწყვეტილებები საკუთარი თავის საზიანოდ, მაგრამ ყოველთვის, მთელი გულით მჯეროდა და მჯერა, რომ ყველა ნაბიჯი და გადაწყვეტილება იყო ჩემი სამშობლოს სასიკეთოდ ნაკარნახევი და იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ შეგვეცვალა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიყავი და ვარ გუნდური მოთამაშე. ვხედავ, გუნდში განწყობებს და აქედან გამომდინარე მივიღე ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს სიტუაციაში უნდა მიეღო ნებისმიერი გუნდის ხელმძღვანელს", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის შესახებ ინფორმაცია ორი თვის წინაც გავრცელდა, თუმცა მაშინ პრემიერმა აღნიშნა, რომ "პრემიერის გადადგომაის ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს"

"ძალიან მოსაწყენი რომ არ იყოს მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგები, მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა, იმ ადამიანების საყურადღებოდ, რომლებიც ყვავ-ყორნებივით დასტრიალებენ მთავრობის ადმინისტრაციის მეთერთმეტე სართულს და დაყენებული აქვთ ტაიმერები პრემიერ კვირიკაშვილის გადადგომაზე. მინდა ისინი დავარწმუნო, რომ ეს ტაიმერი მინიმუმ რამდენიმე წელი არ დარეკავს. ამიტომ დაისვენონ. მე მათი საცოდაობით აღარ ვარ, გამოიძინონ კარგად, სანამ საქართველო წინ წავა", - ამბობდა პრემიერ-მინისტრმა.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ