ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას

ზაზა სარალიძე - გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას

გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ჩართვისას განაცხადა.

სარალიძე თავისი შვილის მკვლელობის საქმის დეტალების დამალვაში შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ადანაშაულებს.

"გიორგი კვირიკაშვილის გადადგომა არ მითხოვია, ვითხოვდი გახარიას და წულუკიანის გადადგომას. მე როდესაც შევხვდი გიორგი კვირიკაშვილს, ვერ დავინახე, რომ მან ამ საქმის შესახებ რამე იცოდა და დამალა. ვინც დამალა, მათ გადადგომას ვითხოვდი. რატომ იკავებენ პოსტს, ძალიან მიკვირს", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

კითხვაზე - პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემდეგ, ვინ რჩება მთავრობაში, ვისი იმედიც მას გამოძიების პროცესში აქვს, სარალიძემ უპასუხა: "ერთადერთი ადამიანი ამ წუთში ქალბატონი ნინო ლომჯარიაა, რომელთანაც ხშირი კონტაქტი მაქვს და ერთობლივად ვაკონტროლებთ ამ გამოძიების პროცესს. მაგრამ ამ ეტაპზე არც ერთ საგამოძიებო უწყებაში წინგადადგმულ რადიკალურ ნაბიჯს ვერ ვხედავ", - განაცხადა სარალიძემ.

ნახეთ ვიდეო: ზაზა სარალიძის პირველი კომენტარი კვირიკაშვილის გადადგომის შემდეგ

მისივე თქმით, მართალია უნდობლობას უცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაგრამ მან უნდა დაამტკიცოს და მოიპოვოს თავიდან მისი ნდობა.

"თუმცა, ჯერჯერობით უნდობლობას ვუცხადებ", - აღნიშნა სარალიძემ.

გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შედეგად, მთავრობა სრული შემადგენლობით გადამდგარია. საქართველოს კონსტიტუციის გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ან მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტა მთავრობის სხვა წევრთა უფლებამოსილების შეწყვეტას იწვევს.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ