ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მოხდება

ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაცია ორ ეტაპად მოხდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ახალი სასწავლო წლისათვის აღსაზრდლეთა რეგისტრაცია ორ ეტაპად, 18 ივნისს და 22 ივნისს მოხდება, – ამის შესახებ დღეს თბილისის ბაგა–ბაღების მართვის სააგენტოში სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2018–2019 წლისთვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 18 ივნისს, 12:00 საათზე დაიწყება. აღნიშნულ დღეს რეგისტრაციას გაივლიან სოციალურად დაუცველი 100 000 დაბალი ქულის მქონე ოჯახების შვილები, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვები, იმ ოჯახების ბავშვები, რომელთა დედმამიშვილები სკოლამდელ დაწესებულებაში უკვე არიან დარეგისტირებული და ასევე 2015 წლის 13–14 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები.

გვანცელაძის განცხადებით, საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყება 22 ივნისს, 12:00 საათზე, რომლის დროსაც ყველა აღსაზრდელის რეგისტრაცია მოხდება.

„წინა წელთან შედარებით 3 000–ზე მეტი აღსაზრდელის რეგისტრაციას შევძლებთ. წელს სულ თბილისის ბაგა–ბაღებში 15 000–მდე აღსაზრდელის რეგისტრაცია იქნება შესაძლებელი, შემოდგომაზე 9 ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნება, ორ ბაგა–ბაღას კი ახალი თანამედროვე სტანდარტების კორპუსი შეემატება“, – განაცხადა გვანცელაძემ.

მისივე თქმით, ახალ ბაღებს უკვე მიენიჭათ ნომრები, კერძოდ ნაძალადევის რაიონში, ხეხილ–სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე იფუნქციონირებს #49 საბავშვო ბაღი, სოფელ დიღომში – #67, დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში – #73, სოფელ გლდანში – #53, გლდანის მესამე მიკრორაიონში – #57, ნუცუბიძის IV მიკრორაიონში – #44; წყნეთში – #118; დიდუბის რაიონში, ზუგდიდის ქუჩა #3–ში – #38, ჩუღურეთის რაიონში, პალიასტომის ქუჩაზე კი – #68.

სულ თბილისში ამ მომენტისთვის 171 ბაღი ფუნქციონირებს, სადაც 61 500 აღსაზრდელია დარეგისტრირებული.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ