ეთიკის ქარტია - ელისო კილაძემ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

ეთიკის ქარტია - ელისო კილაძემ დიმიტრი ქუმსიშვილის მიმართ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებით, გაზეთ "ქრონიკა +“-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ ქარტიის პირველი პრინციპი დაარღვია, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

„ელისო კილაძის მხრიდან ჩემი მისამართით არაერთხელ გაჟღერებულა სიცრუე და ცილისწამება, თუმცა ამ აბსურდულ ბრალდებებზე დროის დახარჯვა არაგონივრულად მიმაჩნდა ყოველთვის და პასუხის ღირსადაც კი არ ვთვლიდი. მაგრამ კილაძემ ყველა ზღვარს გადააბიჯა, როდესაც ჩემი მისამართით ყოვლად ბინძური და ცილისმწამებლური ბრალდებები გააჟღერა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მიმემართა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიისთვის,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილების კომენტირებისას.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,"მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ჟურნალისტურმა გაერთიანებამ, ეთიკის ქარტიამ მიიღო ეს გადაწყვეტილება, რითაც ხაზი გაუსვა კილაძის არაკეთილსინდისიერ ე.წ. ჟურნალისტიკას".

„მადლობა მინდა გადავუხადო ქარტიის საბჭოს წევრებს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გარეშე საქართველოს ევროპული გზა წარმოუდგენელია. ამისთვის კი უმნიშვნელოვანესია საქართველოში თავისუფალი, პასუხისმგებლიანი და მაღალი პროფესიული სტანდარტების მატარებელი მედიის არსებობა,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას 5 ივნისს მიმართა.

ელისო კილაძემ გაზეთ "ქრონიკა +"-ში 5 ივნისს გამოაქვეყნა სტატია სათაურით "კორუფცია VS მართლმსაჯულება" - დაიჭერენ თუ არა დიმიტრი ქუმსიშვილს და ზურაბ ალავიძეს?" სტატიის ერთ-ერთი ეპიზოდი ეხება თბილისში, 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დიმიტრი ქუმსიშვილის დაკავშირებას.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ