დისკრიმინაცია კანის ფერის გამო - ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა 130-ე სკოლას სასამართლო დავა მოუგო

დისკრიმინაცია კანის ფერის გამო - ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა 130-ე სკოლას სასამართლო დავა მოუგო

ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილმა, მწერალმა რუსა ამირეჯიბმა 130-ე სკოლას სასამართლოში უჩივლა. რუსა ამირეჯიბსა და სკოლის პედაგოგებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მის ფერადკანიან გოგონას – მამის კანის ფერის გამო, მისმა თანაკლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შესახებ რუსამ თავის დროზე სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტიც გამოაქვეყნა, რომლიდანაც მცირე ამონარიდს გთავაზობთ:

"რა უბედურება გვჭირს ქართველებს? იმდენი ჭკუა არ გაქვს, რომ რასისტობა დავმალოთ, სულ ამას უნდა გავიძახოდე ამ ქვეყანაში, რომ ეს მსოფლიოში აღიარებული დაბალი დონის ტონია? 10 წელია დავბრუნდი და ერთადერთი, რასაც არ ვითმენ, არც მომითმენია არსად და არც მოვითმენ, რასისტობა და დისკრიმინაციაა. საქართველო - მოგმართავ - შეიგნე, რომ ნებისმიერ უმცირესობაზე ძალადობა ვერბალური თუ ფიზიკური - ერთ-ერთი ყველაზე ამაზრზენი დანაშაულია 21-ე საუკუნის, არ ხარ შენ არც გაეროს და არც ნატოს ღირსი, სანამ საკუთარი ქვეყნის შვილებს არ დაიცავ!" - წერდა ამირეჯიბი სოციალურ ქსელში.

თავიდან სასამართლო პროცესი, რუსა ამირეჯიბსა და 130-ე სკოლის პედაგოგებს შორის, პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა, თუმცა მოგვიანებით მწერალმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და როგორც თვითონ აცნობა საზოგადოებას, სკოლას პროცესი მოუგო.

mshoblebi.ge-სთან საუბარში რუსა ამირეჯიბმა განაცხადა, რომ მოსამართლე ეკატერინე ცისკარიძის გადაწყვეტილებით, 130-ე სკოლას მიმი ჩინეკესთვის დისკრიმინაციის ფაქტით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა 1000 ლარის ოდენობით.

- რამდენად მოსალოდნელი იყო სასამართლოს ასეთი გადაწყვეტილება და როგორ შეხვდა მიმი ამ ამბავს?

- ძალიან გაუხარდა, როგორც მას, ასევე მეც. ბოლოს ისეთი პირი უჩანდა, რომ უნდა მოგვეგო, მოსამართლე ეკატერინე ცირეკიძე უფრო ორიენტირებული იყო სკოლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე რასიზმის წინააღმდეგ, მოსამართლე ასმათ კოხრეიძესავით სხვა წვრილმან არამნიშვნელოვან დეტალებს არ გამოეკიდა, თუ როდის მითხრა მიმიმ მე პირველად, მე რა გავაკეთე და როგორ გავაკეთე...განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ